ბრიტანეთი: რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი სახმელეთო ძალების მესამედი დაკარგა

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების შეფასებით, დონბასში ოკუპანტების იერიშმა „ტემპი დაკარგა“ და „გრაფიკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება“

ხერსონის საოკუპაციო რეჟიმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს

„ხერსონი - რუსეთის ნაწილია, არავითარი ხერსონის სახალხო რესპუბლიკა არ შეიქმნება, რეფერენდუმის ჩატარებას არ ვაპირებთ" - ოკუპანტების დანიშნული ჩინოვნიკი

აშშ-ს დაზვერვა: პუტინს სამხედრო გეგმები არ შეუცვლია, დონბასზე მეტს უმიზნებს

პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება, განაცხადა აშშ-ს დაზვერვის მაღალჩინოსანმა ევრილ ჰეინსმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე

ზოგიერთი რუსი სამხედრო მეთაურებს არ ემორჩილება - მთავარი პენტაგონის დახურული ბრიფინგიდან

პენტაგონში მიიჩნევენ, რომ რუსეთის არმიას ოდესაზე სახმელეთო იერიშის უნარი დღეს არ გააჩნია

მარიუპოლის მერია: ‘აზოვსტალის’ ტერიტორიაზე 100-მდე მშვიდობიანი უკრაინელი რჩება

„აზოვის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი შესაძლოა ნანგრევებში იყოს ჩახერგილი და მათი გამოყვანა ვერ ხერხდება

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი: პუტინი და მისი წრე მეორე მსოფლიო ომის ფაშიზმს ირეკლავენ

ბენ უოლესმა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებსაც გაუსვა ხაზი და რუსი გენერლების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა

ბულგარეთი რუსულ ნავთობზე სანქციებს დაბლოკავს, თუ ემბარგოზე შეღავათს არ მიიღებს

ემბარგოს მიუხედავად, ბრიუსელი უნგრეთს და სლოვაკეთს რუსული ნავთობის იმპორტის უფლებას ჰპირდება, სანქციებზე ვეტოს არგამოყენების სანაცვლოდ

ბორელი: ევროკავშირმა რუსეთის გაყინული რეზერვები უკრაინის აღდგენას უნდა მოახმაროს

დასავლური სანქციების გამო მოსკოვმა წვდომა დაკარგა საერთაშორისო რეზერვებთან, რომელთა მოცულობა 300 მილიარდ დოლარამდე აღწევს

ოკუპირებულ მარიუპოლში კრემლის მაღალჩინოსნები ჩავიდნენ

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დონბასის 'კურატორად' ცნობილი კირიენკო მარიუპოლში 9 მაისს „გამარჯვების აღლუმის“ ორგანიზებისთვის ჩავიდა.

კრემლი ‘დენაციფიკაციას' აღარ გამოიყენებს, რადგან რუსებს სიტყვის მნიშვნელობა არ ესმით

გამოცემის "პროექტის" ინფორმაციით, კრემლმა სოციოლოგებს სატელეფონო გამოკითხვები დაუკვეთა, რომლის შედეგადაც ირკვევა, რომ რუსების დიდი ნაწილისთვის „დენაციფიკაციის“ მნიშვნელობა ბუნდოვანია

მედია: პუტინის პირადმა ტელეოპერატორმა თანამდებობა დატოვა

ილია ფილატოვმა სამსახური 24 თებერვლის ვიდეო-მიმართვის ჩაწერის შემდეგ დატოვა, რომელშიც პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყება გამოაცხადა