მედია: პუტინის პირადმა ტელეოპერატორმა თანამდებობა დატოვა

რუსეთის პრეზიდენტის პირადმა ტელეოპერატორმა ილია ფილატოვმა დაკავებული თანამდებობა დატოვა, წერს რუსული საგამოძიებო გამოცემა პროექტი.

ფილატოვის ბოლო სამსახურეობრივი დავალება 24 თებერვალს გავრცელებული პრეზიდენტის ვიდეო-მიმართვა გახდა, რომელშიც პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყება გამოაცხადა.

გამოცემის თანახმად, სამსახურიდან წასვლა ფილატოვს უკრაინაში ომის წინააღმდეგ გაჟღერებული პოზიციის გამო მოუწია.

თავად ფილატოვი ამ ვერსიას უარყოფა.

ის სამსახურის დატოვების მიზეზად კარიერული წინსვლის პერსპექტივის არარსებობას და კარანტინში მუშაობის სირთულეს ასახელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პუტინთან პირად კომუნიკაციაში მყოფ პირებს წინასწარი კარანტინის გავლა უწევთ.

ანტისაომარი პოზიციის გამო რუსული პროპაგანდისტული მედია-საშუალებები არაერთმა ჟურნალისტმა დატოვა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები