გერმანია: ევროკავშირი უკრაინის €50 მილიარდიან დახმარებას უნგრეთის გარეშე დაამტკიცებს

ამის შესახებ Bloomberg-მა 28 დეკემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ კრისტიან ვაგნერზე დაყრდნობით დაწერა.

გარდაიცვალა ჟაკ დელორი - თანამედროვე ევროპის კავშირის არქიტექტორი

1985-1995 წლებში ევროპული კომისიის პრეზიდენტი და თანამედროვე ევროპის კავშირის არქიტექტორი, ჟაკ დელორი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.

უნგრეთი მიგრაციის შესახებ ევროპის კავშირის შეთანხმებას უარყოფს

პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი ევროპის კავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიგრაციისა და თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მხარს არ უჭერს.

პოლონეთის ახალმა მთავრობამ სახელმწიფო მედიების ხელმძღვანელები დაითხოვა

დონალდ ტუსკის კოალიციამ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, რადიოსა და ბეჭდვის სააგენტოს ხელმძღვანელები და სამეთვალყურეო საბჭოები დაითხოვა.

ფონ დერ ლაიენი: უკრაინამ თითქმის სრულად შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციები

მისი თქმით, უკრაინის პარლამენტმა ცოტა ხნის წინ ევროინტეგრაციის სამი კანონი მიიღო და ასევე შემუშავდა კანონპროექტი ლობიზმის შესახებ.

მიშელი: ევროკავშირს სურს უკრაინის დასახმარებლად ჭურვების წარმოება დააჩქაროს

მან აღნიშნა, რომ 14-15 დეკემბერს დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე ევროკავშირის თავდაცვით შესაძლებლობებში დამატებითი ინვესტიციების ჩადება იგეგმება.

"ვერ მოიტანა სასურველი შედეგი" - იტალია ჩინური "აბრეშუმის გზის" პროექტს ტოვებს

ამ დრომდე იტალია დიდი შვიდეულის ერთადერთ წევრ სახელმწიფოდ რჩებოდა, რომელიც ჩინეთის ამბიციურ ეკონომიკურ პროექტს შეურთდა.

რობერტ ფიცოს მთავრობა პროკურატურის ოფისს ხურავს რომელიც კორუფციას იძიებს

სლოვაკეთის ახალი კოალიციური მთავრობის გადაწყვეტილებით, პროკურატურის ის ოფისი, რომელიც კორუფციასა და მძიმე დანაშაულებებს იძიებს, დაიხურება.