სალეჰ ალ-არური ამ დრომდე ჰამასის ყველაზე გავლენიანი ლიდერია, რომლის ლიკვიდაციაც 7 ოქტომბრის შემდეგ მოხერხდა - საკვანძო ფიგურა იყო ჰამასისა და ირანის ურთიერთობებში, ის გავლენიანი იყო ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზეც
ამერიკული წყაროების ცნობით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მზარდი წუხულია იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელის მოქმედებები ლიბანის საზღვარზე ზრდის ჰეზბოლასთან სრულფასოვანი ომის დაწყების რისკებს.
"ბაიდენის ადმინისტრაციის ზოგი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ ისრაელი ჰეზბოლას პროვოცირებასა და უფრო ფართე რეგიონული ომისთვის პრეტექსტის შექმნას ცდილობს",- ნათქვამია გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში.