12 აგვისტო, 2022 ბრიტანეთი: ყირიმში ავიაბაზის აფეთქებამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მნიშვნელოვნად დაასუსტა ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, განადგურებულია ან მძიმედ დაზიანებულია ხუთი Су-24M-ის ტიპის ბომბდამშენი და სამი Су-30СМ-ის მოიერიშე თვითმფრინავი
11 აგვისტო, 2022 რუსეთმა სამხედრო კარგოთი დატვირთული გემი ბოსფორზე გაატარა - Bloomberg ამერიკელი მაღალჩინოსანი Bloomberg-თან საუბარში ადასტურებს, რომ რუსეთი შავ ზღვაში შეიარაღების გადატანისთვის სავაჭრო ფლოტს იყენებს
11 აგვისტო, 2022 ერმაკი: სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ომის აქტიური ფაზა ზამთრისთვის დასრულდეს „რაც უფრო დიდი ხანი დარჩებიან რუსები ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ გამაგრებას შეეცდებიან, მით უფრო რთული იქნება ამ მიწების დეოკუპაცია“, - განაცხადა ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა
10 აგვისტო, 2022 რუსეთმა უკრაინაზე გამავალი მილსადენით ევროპისთვის ნავთობის მიწოდება შეაჩერა დრუჟბას მილსადენიდან ჩეხეთს, უნგრეთს და სლოვაკეთს ნავთობი 4 აგვისტოს შემდეგ აღარ მიეწოდებათ
9 აგვისტო, 2022 ბრიტანეთი: ერთი თვის განმავლობაში რუსებმა დონბასში წინ 10 კმ-ით წაიწიეს ეს იმაზე გაცილებით ნაკლებია, რასაც რუსეთის გენშტაბი გეგმავდა, ნათქვამია სადაზვერვო ანგარიშში
8 აგვისტო, 2022 რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდო-რეფერენდუმების ჩატარებას ჩქარობს - ISW ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდო-რეფერენდუმის გამართვის შემთხვევაში კიევი მოსკოვთან არავითარ მოლაპარაკებას არ აწარმოებს
5 აგვისტო, 2022 რუსეთი ირანული სატელიტის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას აპირებს - WaPo თეთრი სახლის განცხადებით, ირანი რუსეთისთვის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას აპირებს
1 აგვისტო, 2022 ომის კვლევის ინსტიტუტი: რუსეთი ხარკოვზე იერიშისთვის ემზადება სამხედრო ანალიტიკოსები ნაკლებად ვარაუდობენ, რომ რუსეთის არმია ქალაქი ხარკოვის - უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის - დაკავებას შეძლებს
29 ივლისი, 2022 უკრაინის გენშტაბი: ბახმუტზე და დონეცკზე ოკუპანტების იერიში მოვიგერიეთ რუსებმა იერიში მიიტანეს სოფლებზე ვერშინა და სემიგორიე, რომლებიც ბახმუტიდან 10 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს
28 ივლისი, 2022 თეთრი სახლის შეფასებით, რუსეთს უკრაინაში 75 000-მდე მოკლული და დაჭრილი სამხედრო ჰყავს - NYT გასულ კვირაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა მოკლული ოკუპანტების რაოდენობა 15 000-ის ფარგლებში შეაფასა
25 ივლისი, 2022 ევროკომისია: რუსულ გაზზე დამოკიდებულება 2027 წლამდე უნდა დავასრულოთ 11 ივლისს რუსეთმა Nord Stream 1-ის გაზსადენი 10 დღით გააჩერა, რომლითაც ევროპას რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის მესამედი მიეწოდება
25 ივლისი, 2022 მოლდოვის პრემიერი: რუსეთიდან პოტენციურ სამხედრო აგრესიას განვიხილავთ აპრილში რუსმა გენერალმა განაცხადა, რომ კრემლის მიზანს უკრაინის ოკუპირებული სამხრეთის დნესტრისპირეთთან „დაკავშირება“ წარმოადგენს
22 ივლისი, 2022 თურქეთი: უკრაინა და რუსეთი ხორბლის გატანაზე შეთანხმდნენ რუსეთის საზღვაო ბლოკადის გამო უკრაინა აქამდე შავი ზღვით ხორბლის გატანას ვერ ახერხებდა, რამაც მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის ფასები რეკორდულად გაზარდა
22 ივლისი, 2022 MI6: რუსეთს ომში ძალა ელევა, პაუზის აღება მოუწევთ ბრიტანეთის დაზვერვის შეფის შეფასებით, მომდევნო კვირებში რუსებს არმიის ცოცხალი ძალით და შეიარაღებით მომარაგება კიდევ უფრო გაუჭირდებათ