13 ნოემბერს პარიზში უკრაინის, ევროპისა და აშშ-ს მაღალჩინოსნების შეხვედრა იგეგმება

13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში უკრანელი, ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნების შეხვედრა იგეგმება - მთავარი საკითხი განახლებული სამშვიდობო გეგმის განხილვა იქნება. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ავრცელებს. 

  • "შეხვედრა წარმოადგენს მცდელობას მიაღწიონ კონსენსუსს ტრამპის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით, თუმცა ეს მოვლენები უპრეცედენტოდ მაღალი ტრანს-ატლანტიკური დაძაბულობის ფონზე ვითარდება"- ნათქვამია მასალაში. 

  • პარიზში შეხვედრის გეგმას წინ უძღოდა დონალდ ტრამპისა და ევროპელი ლიდერების: ფრიდრიხ მერცის, ემანუელ მაკრონისა და კირ სტარმერის სატელეფონო საუბარი. 

ჩაშლილად: გერმანიის კანცლერის თქმით, საუბარი კონსტრუქციული იყო, თუმცა მათ ამერიკელ პრეზიდენტს გააცნეს ევროპელების ერთობლივი პოზიცია, რომ "ტერიტორიული საკითხები ექსკლუზიურად უკრაინის გადასაწყვეტია."

  • ტრამპის თქმით, ევროპელმა ლიდერებმა უკრაინაზე საუბრისას "საკმაოდ ძლიერი გამონათქვამები" გამოიყენეს. 

ინტრიგა: ცნობილია პარიზის შეხვედრაზე გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი წარმოდგენილები იქნებიან ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველებით. 

  • ჯერჯერობით გაურკვეველია დაესწრება თუ არა შეხვედრას ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოვალეობასაც ასრულებს. 

  • სწორედ რუბიო ხელმძღვანელობდა ამერიკულ დელეგაციას ნოემბერში, ჟენევაში გამართულ მრავალმხრივ შეხვედრებზე, რომლის შედეგადაც ე.წ. 28-პუნქტიანი გეგმაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. 
  • ჟენევის შეხვედრის შემდეგ რუბიო უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში საჯაროდ აღარ გამოჩენილა და დელეგაციას სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი ხელმძღვანელობენ. 

დიდი სურათი: Axios-ის წყაროების ცნობით, ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარის გამართვა უნდათ, მაგრამ ჯერჯერობით ამის შესახებ საბოლოო თანხმობა არ არსებობს. 

  • გასულ დღეებში უკრაინამ ტრამპის ადმინისტრაციას სამშვიდობო შეთანხმების თითოეულ პუნქტზე სრული პასუხები გადასცა. 

  • უკრაინის პასუხები ასევე მოიცავს ახალ იდეებს თუ როგორ შეიძლება გადაწყდეს ყველაზე სენსიტიური საკითხები, მათ შორის ე.წ. ტერიტორიების გაცვლის შესახებაც. 

კონტექსტი: ამერიკასთან მიმდინარე მოლაპარაკებებს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მისი თქმით, კრემლს სურს ისეთი სამშვიდობო გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მხარის უსაფრთხოების გარანტიებს და გადაჭრის "კონფლიქტის პირველად მიზეზებს."

  • სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი არასდროს მიიღებს უკრაინის გაწევრიანებას ნატოში და ამის ნაცვლად ამერიკას კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიების თავისი ვერსია გადასცა. 

  • მისი თქმით, ვლადიმირ პუტინისა და სტივ უიტკოფის ბოლო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა აღმოფხვრეს ყველა უთანხმოება, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში ალასკის შეხვედრის შემდეგ განვითარებული პაუზის დროს წარმოიქმნა. 

  • ევროპელი და უკრაინელი მაღალჩინოსნები სკეპტიკურად აფასებენ რუსეთის მიერ ტრამპის სამშვიდობო გეგმის მიღების შანსს. 

მსგავსი სიახლეები