AP: უკრაინაში აშშ-ის საელჩოს სრული ევაკუაცია იწყება

 

აშშ უკრაინაში თავისი საელჩოს სრულ ევაკუაციას დღეს დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, უკრაინაში სრული ევაკუცია გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობის ყველა თანამშრომელმა, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. 

გამოითქვა მოსაზრება, რომ საელჩოს თანამშრომლების ნაწილი შესაძლოა დასავლეთ უკრაინაში, პოლონეთის მოსაზღვრე რაიონებში გადაიყვანონ. 

აშშ-საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების ევაკუაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში დაიწყო. 

ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, მათ შორის ოლიმპიადის დასრულებამდე. 

ამასთანავე, სალივანმა განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ვლადიმირ პუტინს. 

მსგავსი სიახლეები