ირანის ახალი სულიერი ლიდერის პირველი საჯარო გზავნილი

ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ, თავის პირველ საჯარო გზავნილში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შურს იძიებს აშშ-ისა და ისრაელის მიმდინარე თავდასხმების გამო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ომის დაწყების შემდეგ ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა. მან გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ რეგიონში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიშები გაგრძელდება, თუ ისინი არ დაიხურება.

რა წერია გზავნილში: სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ წერილობით მიმართვაში ხამენეიმ რამდენიმე გზავნილი გააჟღერა:

  • ჰორმუზის სრუტე „დაკეტილი უნდა დარჩეს“ და მისი „ჩაკეტვის ინსტრუმენტი უნდა შენარჩუნდეს“;

  • ამასთან, ირანი იმუქრება, რომ „საჭიროების შემთხვევაში სხვა ფრონტებსაც გახსნის“;

  • ტექსტში ნათქვამია ისიც, რომ ირანი მეზობელ ქვეყნებთან მეგობრულ ურთიერთობებს ესწრაფვის და მიზანში მხოლოდ იმ ბაზებს ამოიღებს, საიდანაც მის წინააღმდეგ თავდასხმები ხორციელდება.

კონტექსტი: მოჯთაბა ხამენეიმ მამის პოსტი მას შემდეგ დაიკავა, რაც უფროსი ხამენეი ომის დაწყებისთანავე მოკლეს.

  • მისი წერილობითი მიმართვა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში წაიკითხეს, თუმცა ლიდერის ვიდეო ან ფოტო მასალა არ გამოქვეყნებულა.

მსგავსი სიახლეები