აშშ შავ ზღვაში ორ საბრძოლო გემს აგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატები ორ საბრძოლო გემს აგზავნის შავ ზღვაში უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით რუსული საბრძოლო გემების მობილიზების ფონზე.

ნატოს წევრი თურქეთის მთავრობის განცხადებით, გემები შავ ზღვაში ოთხშაბათს ან ხუთშაბათს შევლენ და ამის შესახებ ინფორმაცია ანკარამ ორი კვირის წინ მიიღო აშშ-ს მთავრობისგან.

“ცნობები დიპლომატიური არხებით 15 დღის წინ მივიღეთ, რომ ორი ამერიკული გემი შევა შავ ზღვაში, მონტროს კონვენციის დაცვით”, - აცხადებენ თურქეთის მთავრობაში.

1936 წელს გაფორმებული მონტროს კონვენციით, თურქეთი აკონტროლებს შავ ზღვაში შემოსასვლელ სრუტეებს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, “გემები შავ ზღვაში 4 მაისამდე დარჩებიან.”

პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ არ დაადასტურა, რომ გემების გადაადგილება უკრაინის საზღვართან სიტუაციის გამწვავებას უკავშირდება. მისი თქმით, ეს რუტინული მსვლელობაა.

“ამაში არაფერია ახალი”, - განაცხადა კირბიმ.

წინა თვეში, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინელ ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. ესკალაციის ფონზე აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ განგაშის სტატუსი უმაღლეს ნიშნულზე აიყვანა.

ამ კვირაში, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან 2014 წლის შემდეგ სამხედროების ყველაზე დიდი მობილიზება დაიწყო.

 

წყარო:

thehill.com

 

 

მსგავსი სიახლეები