ბაიდენის მრჩეველი: აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებს მძიმე დღეები ექნება

"გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულ საკითხებში ჩვენ ძირეული უთანხმოება გვაქვს, რუსეთის ზოგიერთ ქმედებას ჩვენ მკვეთრი პასუხი უნდა გავცეთ. ჩვენ, ასევე მიგვაჩნია, რომ რუსეთთან მუშაობა შესაძლებელია საკვანძო საკითხებში, მათ შორის ბირთვული შეიარაღების საკითხზე, რომელშიც ცოტა ხნის წინ მივაღწიეთ შეთანხმებას",- ასე უპასუხა ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტის კითხვას იყო თუ არა ჯო ბაიდენის მხრიდან შეცდომა ვლადიმერ პუტინისთვის მკვლელის წოდება. 

სალივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს პირდაპირი კითხვა დაუსვეს, რაზეც პრეზიდენტმა პირდაპირი პასუხი გასცა. სალივანმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობები მარტივი არ იქნება. "აშშ-ს დაჭირდება ნაციონალური ინტერესების დაცვა, მაგრამ არის სფეროები სადაც საერთო ინტერესების გათვალისწინებით თანამშრომლობა შესაძლებელია",- ამბობს სალივანი. 

გასულ კვირას ABC-სთან ინტერვიუში ჯო ბაიდენმა რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე და ვლადიმერ პუტინის პერსონაზე ისაუბრა. "ჩვენ გრძელი საუბარი გვქონდა, მე მას შედარებით დიდი ხანია ვიცნობ. საუბარიც აქედან დაიწყო, მე მას ვუთხარი - მე გიცნობთ თქვენ, თქვენ მიცნობთ მე. თუ გაირკვევა, რომ ეს მართლა მოხდა [რუსეთის ჩარევა საპრეზიდენტო არჩევნებში] იყავით მზად",- თქვა ბაიდენმა. აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ შემთხვევაში პუტინის სათანადო ფასის გადახდა მოუწევს. 

ჟურნალისტის მომდევნო კითხვა პუტინის პერსონას შეეხებოდა:

- "თქვენ პრეზიდენტ პუტინს დიდი ხანია იცნობთ, ფიქრობთ, რომ ის მკვლელია?" 

- "დიახ"- უპასუხა ჯო ბაიდენმა.  

ბაიდენის რეპლიკაზე საპასუხოდ რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი მოსკოვში კონლუსტაციებისთვის გაიწვიეს. მალევე ჯო ბაიდენს უპასუხა ვლადიმერ პუტინმაც და განაცხადა, რომ "სხვა ადამიანების შეფასებისას ადამიანები თავის თვისებებს ხედავენ."

მსგავსი სიახლეები