ბესენტი: ტრამპმა ზელენსკის ფლეშ როიალი დაურიგა

სკოტ ბესენტის თქმით, სარესურსო შეთანხმების გაფორმებით უკრაინამ ტრამპის ადმინისტრაციისგან საუკეთესო კომბინაცია მიიღო - ფრეშ როიალი პოკერში ყველაზე მაღალი და იშვიათი კომბინაციაა, რომელიც ერთი ფერის მაღალი კარტებისგან შედგება. 

State Of Play: ამის შესახებ შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. 

  • "გახსოვთ როგორ უთხრა პრეზიდენტმა ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე, რომ მას ხელთ კარგი კარტები არ აქვს? იცით რა? პრეზიდენტმა ტრამპმა ზელენსკის ფლეშ როიალი დაურიგა"- ამბობს ბესენტი. 

  • ბესენტის თქმით, სარესურსო შეთანხმების შედეგად ამერიკულ ადმინისტრაციის შეეძლება ამ კარტებით რუსეთის ხელმძღვანელებასთან მივიდეს და უთხრას, რომ ამერიკელი და უკრაინელი ხალხის მიზნებს შორის არანაირი სხვაობა არ არის."

Big Picture: უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა სარესურსო შეთანხმებას ხელი გვვიან ღამით მოაწერეს. თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით შეთანხმების ტექსტი ბევრად მეგობრულია და გამქრალია კიევისთვის ყველაზე მტკივნეული და უსიამოვნო პუნქტები. 

  • შეთანხმების მიხედვით, იქნება უკრაინისა რეკონსტრუქციის ერთობლივი საინვესტიციო ფონდი, რომელიც შენატანები თანაბრად (50-50%) ნაწილდება, ხოლო ამერიკის კონტრიბუცია ფონდში უკრაინის მომავალი სამხედრო დახმარების სახით იქნება წარმოდგენილი.

  • ფონდს ეყოლება 3 უკრაინელი და 3 ამერიკელი მმართველი, ინვესტიციები კი უკრაინის იშვიათი მინერალების, გაზისა და ნავთობის მოპოვებაზე დაიხარჯება. ფონდის შემოსავალს მხარეები თანაბრად გაინაწილებენ. 

Context: უკრაინელი კომენტატორები კმაფოყილები არიან შეთანხმებით და მას კიევის დიპლომატიურ გამარჯვებად აფასებენ. 

  • ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, შეთანხმება გაზრდის შეერთებული შტატების ჩართულობას უკრაინულ ეკონომიკაში და ქვეყნის ნაწილობრივი უსაფრთხოების გარანტიების ფუნქციასაც შეასრულებს - მათი თქმით, აშშ შეეცდება დაიცვას თავისი ინვესტიციები.

  • შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის იდეა იყო 28 თებერვალს, თეთრ სახლში უკრაინელი პრეზიდენტის ვიზიტის დროს უნდა მომხდარიყო, თუმცა სკანდალური პრესკონფერენციის შემდეგ გადაიდო. 

  • შეთანხმების საბოლოო ვერსია ბევრად უფრო ფართეა და იშვიათი მინერალების ათვისების გარდა, ნავთობისა და გაზის საბადოების, ასევე ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები