ჩინეთში არმიის მეთაურების წმენდა გრძელდება - დაპატიმრებულია ვიცე მთავარსარდალი

ჩინეთში გრძელდება არმიის უმაღლესი რანგის მეთაურების წმენდა - ვიცე-მთავარსარდალთან ერთად თანამდებობიდან გაათავისუფლეს კიდევ 8 უმაღლესი რანგის ოფიცერი.
ვითარების არსი: თანამდებებობიდან ფორმალურადაც გაათავისუფლეს გენერალი ჰე ვეიდონგი, რომელიც ცენტალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის უმცროსი მოადგილის პოსტს იკავებდა.
- ვეიდონგის გათავისუფლების შესახებ Financial Times ჯერ კიდევ აპრილში წერდა, თუმცა ბოლო ცნობებით გენერალი უკვე საპატიმროში გადაიყვანეს.
- ვეიდონგი სახალხო გამათავისუფლებელი არმიის (PLA) მეთაურთა ჯაჭვში ფორმალურად მესამე ადამიანი იყო - ფორმალური მთავარსდლის პოზიციას თავად სი ძინფინგი ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის პოსტით ითავსებს.
- წყაროების ცნობით, ეს გასული 60 წლის განმავლობაში ამხელა რანგის გენერლის თანამდებობიდან გადაყენების პირველი შემთხვევაა.
ჩაშლილად: გარდა ამისა ვეიდონგი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრიც იყო.
- "ვეიდონგის გადაყენება PLA-ის ხელმძღვანელობაში განხორციელებული უმსხვილესი საკადრო ცვლილებაა. არსებობდა ვარაუდი, რომ ის მომდევნო წლებში ცენტრალურ სამხედრო საბჭოს სი ძინფინგის პირველი მოადგილე გახდებოდა"- ამბობს Financial Times-სთან საუბარში ლაილ მორისი, ჩინეთის არმიის საკითხების ექსპერტი.
- საყურდღებოა, რომ ვეიდონგი ბოლოს 2023 წლის ოქტომბერში გამართული ყრილობის დროს დააწინაურეს.
დიდი სურათი: კომენტატორების შეფასებით, მიმდინარე საკადრო გადაადგილებები სი ძინფინგის ანტი-კორუფციული კამპანიის გააქტიურებას უკავშირდება, რომლის ინტენსივობაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მხოლოდ იზრდება.
- წყაროების ცნობით, უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო არმიის მტკივნეული მარცხების ფონზე სი ძინფინგმა არმიაში კორუფციის სრულად აღმოფხვრა გადაწყვიტა.
- თანამდებებოდიდან გათავისუფლებს შორისაა ცენტრალური სამხედრო საბჭოს კიდევ ერთი წევრი გენერალი მიაო ჰუა.
- თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გათავისუფლებული ოფიცრები ასევე გაირიცხნენ კომუნისტური პარტიიდანაც და მათი საქმეები სამხედრო პროკურატურას გადაეცა.
- თანამდებობიდან გათავისუფლებული 9 ოფიცერიდან 8 პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები იყვნენ, რომელიც გავლენით მხოლოდ პოლიტბიუროსა და პოლიტბიუროს მუდმივმოქმედ კომიტეტს ჩამოუვარდება.
კონტექსტი: საკადრო ცვლილებების შესახებ ცენტრალური კომიტეტის სხდომის მოახლოების ფონზე გამოცხადდა, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება და რომელზეც მომდევნო ხუთწლედის გეგმა უნდა განიხილონ.