დასტურდება, რომ ტრამპი მხარს დაუჭერს $50 მლნ დოლარის იარაღის მიყიდვას უკრაინისთვის

შეერთებული შტატების კონგრესის ოფიციალურ საიტზე გამოქვექნებული დოკუმენტების რეესტრით დასტურდება, რომ თეთრი სახლი უახლოეს მომავალში უკრაინისთვის შეიარაღების ექსპორტის განახლებას აპირებს. 

State Of Play: საუბარია 50 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების ექსპორტზე, რომელსაც უკრაინა რამდენიმე თვეა ითხოვს - საექსპორტო ლიცენზიის განახლება კიევსა და ვაშინგტონს შორის სარესურსო შეთანხმების ხელმოწერის ფონზე დაჩქარდა. 

  • 29 აპრილით დათარიღებულ დოკუმენტში სახელმწიფო დეპარტამენტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტში გაგზავნილ წერილში საუბარია უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის შეიარაღების, ტექნიკური მონაცემებისა და თავდაცვის მომსახურების საექსპორტო ლიცენზიის განახლებაზე. 

  • საყურადღებოა, რომ საუბარია წმინდად კომერციულ გარიგებაზე (Direct Commercial Sales) და არა რამე სახის დახმარებაზე. 

Big Picture: ცოტა ხნით ადრე გამოცემა Kyiv Post დიპლომატიურ წრეებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, წერდა, რომ თეთრმა სახლმა კონგრესს აცნობა, რომ აპირებს უკრაინისთვის შეიარაღების საექსპორტო ლიცენზიის განახლებას. 

  • მნიშვნელოვანია, რომ ეს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უკრაინისთვის შეიარაღების პირდაპირი მიყიდვის პირველი შემთხვევა იქნება. 

Context: გვიან ღამით, ხელი მოეწერა შეთანხმებას იშვიათი მინერალებისა და რესურსების ერთობლივი ათვისების შესახებ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის. შეთანხმება მოიცავს 57 იშვიათ მინერალს, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია ჩამონათვალი შესაძლოა გაიზარდოს. 

  • შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივ საინვესტიციო ფონდში შეერთებული შტატებისს შენატანები კი შეიარაღების მიწოდება იქნება. 

მსგავსი სიახლეები