ეკონომიკის მინისტრის თქმით, რუსეთი ეკონომიკური რეცესიის ზღვარზეა

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის თქმით, გასულ წლებში ეკონომიკური აქტივობის გადახურების შემდეგ, ამჯერად რუსეთის ეკონომიკაა რეცესიის ზღვარზეა და "შესაძლოა იმაზე მეტად გაცივდეს, ვიდრე საჭიროა."

State Of Play: ამის შესახებ მაქსიმ რეშეტნიკოვმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა - დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, ელვირა ნაბიულინა და ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი. 

  • "ციფრების მიხედვით, ჩვენ უკვე ვხედავთ ეკონომიკური აქტივობის მკვეთრ კლებას, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ციფრები სინამდვილეში უკანა ხედვის სარკეა. ბიზნესის ამჟამინდელი შეფასებით და სტატისტიკური ინდიკატორებით ჩვენ უკვე რეცესიის ზღვარზე ვართ"- განაცხადა რეშეტნიკოვმა. 

  • დამაზუსტებელ კითხვაზე - "გარდაუვალია თუ არა განგრძობადი რეცესია?" - რეშეტნიკოვი პასუხობს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებებზე. 

Big Picture: პანელური დისკუსიის სხვა მონაწილეებმა უფრო ოპტიმისტური შეხედულება გამოთქვეს - "კი ჩვენ აცივებას ვხედავთ, მაგრამ აცივებას ყოველთვის მოჰყვება დათბობა"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა. 

  • ეკონომიკური რეცესიის რისკებს ეკონომისტები ინფლაციის მოსათოკად დაწესებულ მაღალ საბაზისო განაკვეთებს და წარმოების სიმძლავრეების თითქმის პიკურ დატვირთვას ასახელებენ. 

  • იმავე ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის უმსხვილესი ბანკის (სბერბანკი) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრ ვედიახინმა განაცხადა, რომ "ეკონომიკა შესაძლოა იმაზე მეტად "გაცივდეს, ვიდრე საჭიროა", რაც მომავალში ზრდის ტრაექტორიასთან დაბრუნების კუთხით პრობლემური იქნება. 

Сontext: ივნისში გამართულ მონეტარული საბჭოს სხდომაზე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო განაკვეთი 21-დან 20%-მდე შეამცირა. 

  • ვედიახინის თქმით, ეკონომიკური ზრდის დასაბრუნებლად საბაზისო განაკვეთი 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 

 

მსგავსი სიახლეები