FT: უნგრეთში არჩევნების მოახლოების ფონზე ბრიუსელი უკლებს ორბანის კრიტიკას
უნგრეთში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ფონზე ევროკომისია უკლებს ვიქტორ ორბანის კრიტიკას - ისინი შიშობენ, რომ კრიტიკას ორბანი სათავისოდ, ანტი-ბრიუსელური რიტორიკის გასამწვავებლად გამოიყენებს.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს - ბრიუსელში არ სურთ, რომ შეიქმნას აღქმა, თითქოს საარჩევნო პროცესში ერევიან.
- წყაროების ცნობით, ევროკომისიის მხრიდან კრიტიკა ორბანის მიმართ არჩევნების მოახლოების ფონზე სულ უფრო მცირდება, ასევე მოსალოდნელია, რომ ბრიუსელი არჩევნებამდე გაუხსნის წვდომას ბუდაპეშტს 2.4 მილიარდ ევროს დაფინანსებაზე, რომელიც ამ დრომდე გაყინული იყო ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კითხვების გამო.
- "ამ გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ისინი (რედ. ბრიუსელი), რომ საუკეთესო გადაწყვეტილება უმოქმედობა იქნება, კომისია აზღვევს რისკებს, რაც ნორმალურია"- ამბობს გაზეთთან საუბარსი ერთ-ერთი უნგრელი მაღალჩინოსანი.
დაეწიე ამბავს: საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში 12 აპრილს გაიმართება და სოციოლოგიურ კვლევებს თუ დავუჯერებთ ორბანის დამარცხების შანსი ყველაზე მაღალი, რაც აქამდე ყოფილა.
- მთავარი კონკურენტი გაერთიანება ტისა და მისი ლიდერი, პეტერ მაგიარია - მედიაში გაჟონილი ბოლო დახურული კვლევების მიხედვით, მაგიარის პარტია 10%-ით მეტ ხმას აგროვებს.
- წყაროების ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში თავშეკავებისკენ მოუწოდა ბრიუსელს მაგიარმაც.
სტრიქონებს შორის: ანტი-ბრიუსელური რიტორიკა ორბანის საარჩევნო ტექნოლოგიის წლების განმავლობაში დაცდილი და წარმატებული ხერხია.
- მიმდინარე კამპანიაშიც ორბანის პარტიის პროპაგანდა ცდილობს მაგიარი ბრიუსელის მარიონეტად წარმოაჩინოს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ვერ აღუდგება ევროკომიას და დათმობს ეროვნულ ინტერესებს.
დიდი სურათი: ანტი-ბრიუსელურ განწყობებში ორბანის მხარდამჭერია ტრამპის ადმინისტრაცია და MAGA მოძრაობა. ამ მხარდაჭერაზე მეტყველებს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ვიზიტიც.
- მარტში ბუდაპეშტი კონსერვატიული პოლიტიკური ქმედების (СPAC) კონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც მაღალი ალბათობით დონალდ ტრამპმაც უნდა მიმართოს.