FT: ვენესუელის ირგვლივ სამხედრო კონცენტრაციის მიზანი მადუროს დამხობაა

ვენესუელის ირგვლის სამხედრო კონცენტრაციის უპრეცედენტო ზრდის საბოლოო მიზანი ნიკოლას მადუროს რეჟიმის დამხობა, მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა. 

ვითარების არსი: ამის შესახებ Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს

  • წყაროების ცნობით, ამ დროისთვის ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი მიზანი მადუროსა და რეჟიმის სხვა საკვანძო ფიგურების მოშორებაა - სასურველია ნებაყოფლობით გადადგომით ან ქვეყნის დატოვებით - თუმცა არ არის გამორიცხული მისი დაპატიმრება ან ლიკვიდაცია. 

  • "ტრამპის სტრატეგია არ არის ჯარების განლაგება, მისი მიდგომა გულისხმობს დამანგრეველი სამხედრო ძალის დემონსტრირებას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად"- ამბობს გაზეთთან საუბარში ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, რომელიც გაცნობიერებულია ტრამპის გუნდში მიმდინარე დისკუსიებში. 

ჩაშლილად: "მიზანი მარტივია - მადურო და მისი უახლოესი თანამზარხვლები უნდა წავიდნენ ნებაყოფლობით ან ძალდატანებით, მაგრამ მალე"- ამბობს კიდევ ერთი წყარო.

  • თეთრ სახლში ამბობენ, რომ დონალდ ტრამპი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს რათა შეწყდეს ნარკოტიკების შედინება ამერიკაში და პასუხი აგებინოს დამნაშავეებს. 

  • სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ მადურო არ არის ვენესუელის ლეგიტიმური მმართველი და "ის ამერიკული მართლმსაჯულებისგან მალული დამნაშავეა, რომელიც ძირს უთხრის რეგიონის უსაფრთხოებას და წამლავს ამერიკას." 

დიდი სურათი: ტრამპისთვის დასავლეთ ნახევსფეროს ამერიკის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, ხოლო ვენესუელას "დაუმთავრებელ საქმედ" მიიჩნევს. 

  • "სულ უფრო მკაფიოა, რომ ვენესუელის ირგვლივ მიმდინარე მისია რეჟიმის კოლაპსის, რეჟიმის ცვლილების სახეს იღებს"- ამბობს FT-სთან საუბარში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (СSIS) ექსპერტი, რაიან ბერგი. 

  • ამერიკის გაზრდილი სამხედრო აქტივობის ფონზე დასავლური მედიის ცნობით, მადურომ რამდენიმეჯერ სცადა ტრამპთან მოლაპარაკება, მათ შორის შესთავაზა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ინდუსტრიებზე ამერიკული კომპანიების კონტროლი. 

  • მიუხედავად დათმობებისა, წყაროების ცნობით ამ დროისთვის ტრამპის ირგვლივ ე.წ. ქორები დომინირებენ, რომლებსაც შეუძლებლად მიაჩნიათ მადუროს ხელისუფლებაში დარჩენა და ურთიერთობების ნორმალიზაცია. 

  • ამ დროისთვის ვენესუელას მიმართ პოლიტიკის განსაზღვრაში წამყვანი ხმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და თეთრი სახლის აპარატის უფროსს, სიუზი ვაილსს აქვთ, ხოლო რიჩარდ გრენელი, რომელიც გასულ თვებში მადუროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა შედარებით უკანა პლანზეა. 

კონტექსტი: წყაროები ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული სამხედრო ოპერაციები უშუალოდ მადუროს დაპატიმრების ან მისი განეიტრალების მიზნით. 

  • ამასთანავე მოსალოდნელია, რომ უახლოეს კვირებში წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება - რეგიონში ნოემბრის ბოლოდან მუსონების სეზონი იწყება, რომლის დროსაც ამერიკული ფლოტის დატოვება წყლებში შეიძლება პრობლემური იყოს. 

სიღრმისეულად: ტრამპი ადასტურებს СIA-სთვის მიცემულ ნებართვას ვენესუელაში ფარული ოპერაციების შესახებ

მსგავსი სიახლეები