გამოფიტული ჯარისკაცების ჩასანაცვლებლად უკრაინას 500 ათასი ახალწვეული სჭირდება - FT

ასი ათასობით გამოფიტული და გადაღლილი სამხედროების ჩასანაცვლებლად უკრაინას წელს 500 ათასი ახალწვეული სჭირდება. 

ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს

ორი წელი შესვენებისა და როტაციის გარეშე - რა თქმა უნდა იკლებს საბრძოლო მორალი და მოტივაცია“ - ამბობს გაზეთთან საუბარში უკრაინის მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცი, ილია. „ჩვენ ან როტაცია ან ნორმალური დასვენება გვჭირდება“

ჯარისკაცების თქმით, ბუნდოვანი კონტრაქტებია ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც მამაკაცები სამხედრო გაწვევას თავს არიდებენ. თუმცა, არსებობს მეორე პრობლემაც: "თუ რეკრუტები არ მოვლენ, ჩვენ ვერ დავისვენებთ." 

ახალი სამობილიზაციო კანონი - რომლის კენჭისყრაც რადაში 31 მარტსაა დაგეგმილი - ითვალისწინებს ახალი სამობილიზაციო ტალღისთვის იურიდიული ჩარჩოს განახლებას, რაც უკრაინას 500,000 მამაკაცის გაწვევის შესაძლებლობას მისცემს.

უპირველესი მიზანი 330,000 გადაღლილი ჯარისკაცის ჩანაცვლებაა, რომლებიც ფრონტის ხაზზე იმყოფებიან, განუცხადა თავდაცვის მინისტრმა გამომცემლობას. დანარჩენები კი, ჩაანაცვლებენ დაჭრილებს და ბრძოლის ველზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე სხვადასხვა საჭიროებებზე გადანაწილდებიან. 

კანონი დიდი დებატების საგანია და ამაზე მეტყველებს პროექტში შეტანილი 4000-ზე მეტი შესწორებაც. მოქმედი კანონის მიხედვით, გაწვევის ქვედა ზღვარი 27 წელია, ზედა კი - 60. ამგვარად, უკრაინულ არმიაში ჯარისკაცის საშუალო ასაკი 40-43 წელია.

წინადადებამ, რომლის მიხედვითაც გასაწვევი ასაკი მინიმალური ზღვარი 25 წლამდე უნდა დაწიოს, პოლიტიკოსების მხრიდან უკმაყოფილებას იწვევს. ბევრი პოლიტიკოსის აზრით, ამას ქვეყნის დემოგრაფიაზე დამღუპველი გავლენა ექნება. 

პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტის მიერ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ქვენყანაში 25-60 წლამდე მამაკაცების რაოდენობა 11.1 მილიონია. აქედან, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი კი მხოლოდ 3.7 მილიონია. დარჩენილი რაოდენობიდან, ზოგი უკვე ფრონტზეა, ზოგი საზღვარგარეთ, ნაწილი შრომისუუნარო და/ან ეკონომიკის კრიტიკულ სექტორშია დასაქმებული.

უკრაინას უკვე ჰყავს დაახლოებით 550,000–700,000 კრიტიკულ სფეროში დასაქმებული, რომლებიც გათავისუფლებულები არიან მობილიზაციისგან. ახალი სისტემის მიხედვით, ისინი გააგრძელებენ ფინანსურ კონტრიბუციას ან არსებული ან დამატებითი ფინანსური გადასახადებით.

"ხალხი ორ კატეგორიად უნდა დაიყოს: ისინი, ვინც ომობენ და ისინი, ვინც იმუშავებენ ბიუჯეტის შესავსებად" - განაცხადა უკრაინის პრემიერ მინისტრმა, დენის შმიჰალმა და დამატებითი დეტალების გაჟღერებაზე უარი თქვა.

ოფიციალური პირები საჭიროდ თვლიან სიფრთხილე გამოიჩინონ გადასახადების გადამხდელი მოქალაქეების მიმართ, რათა არ აიძულონ მათ ქვეყნიდან გაქცევა და დამალვა, რაც კიევს კრიტიკულად მნიშვნელოვან საბიუჯეტო შემოსავლებს შეუმცირებს.

"თითოეული თეთრი საჭიროა, მაგრამ ეს უნდა იყოს ფართო დისკუსიის ნაწილი. ადამიანთა ნაწილი ამ პროექტს ხედავს როგორც მოსახლეობის ღარიბებად და მდიდრებად დაყოფის მცდელობას" - განაცხადა ოლექსანდრ ზავიტნევიჩმა, პარლამენტის კომიტეტის წარმომადგენელმა ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საკითებში. 

გაანგარიშების მიხედვით, ამ მოდელმა ქვეყნის ბიუჯეტს შესაძლოა 5-დან 13 მილიარდი დოლარის დამატებითი შემოსავალი გააჩინოს. ამ კალკულაციის მიხედვით ყოველთვიური 520 დოლარის გადახდას დაახლოებით 2 მილიონი მოქალაქე შეძლებს.

უკრაინის ფინანსთა მინისტისა და არმიის განცხადებით, მობილიზაციის ახალი ტალღა უკრაინას $20.8 მლრდ დაუჯდება.

 

მსგავსი სიახლეები