გუდკოვი: საქართველო რუსეთი არ არის, თუმცა მოვლენები ცუდი სცენარით ვითარდება

2026 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრებოდა დევნილი რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი.

ჩაშლილად: ანტიპუტინისტ პოლიტიკოსთან "რეალპოლიტიკამ" ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც გუდკოვმა რუსეთსა და საქართველოს შორის პარალელები გაავლო.

  • გუდკოვის აზრით, საქართველოსა და რუსეთის მოცემულობები იდენტური არ არის, რადგან რუსეთი ავტორიტარიზმი შორს არის წასული და "ფაქტობრივად ფაშისტური სახელმწიფოა".

  • თუმცა რუსი ოპოზიციონერის განმარტებით, საქართველოში გარკვეული "ნეგატიური სცენარები ვითარდება".

  • მაგალითისთვის გუდკოვს მოჰყავს "უცხოეთის აგენტების კანონი", რომელიც რუსეთში უკვე მრავალი წელია მოქმედებს და არაერთ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, მათ შორის თავად რესპოდენტს უფლებებს უზღუდავს.

  • "20-25 წლის წინ ჩვენ მეტ-ნაკლებად თავისუფალი არჩევნები გვქონდა. გაგვაჩნდა ქუჩაში გასვლისა და წინააღმდეგობის უფლება. გვქონდა სიტყვის თავისუფლება, დღეს კი აღარაფერი გვაქვს. ვერაფერს იტყვი პუტინისა და ომის წინააღმდეგ". - ამბობს გუდკოვი.

  • პოლიტიკოსის განმარტებით, დაკარგული დემოკრატიის აღდგენა რთული საქმეა და "დიდ მსხვერპლს მოითხოვს".

სიღრმისეულად: გუდკოვს მიაჩნია, რომ ხალხი საკმარისად არ რეაგირებს, ვინაიდან ფიქრობენ, რომ კანონები მათ არ ეხებათ.

  • "თუ გსურს დემოკრატიულ ქვეყანაში დიქტატურის დამყარება, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გააკეთო. მაგალითად დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არ გავს ბოლომდე რუსულს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ხვალ ის აუცილებლად შეიცვლება". - ამბობს გუდკოვი.

წინარე ისტორია:  დმიტრი გუდკოვი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია. 

  • 2011-2016 წლებში იყო რუსეთის დუმის წევრი პარტიიდან "Справедливая Россия".

  • 2016-2017 წლებში იყო პარტია "Яблоко"-ს წევრი.

  • 2019 წელს სცადა კენჭი ეყარა მოსკოვის საკრებულოში, მაგრამ რეგისტრაციაზე უარი მიიღო.

  • ომის დაწყების შემდეგ მწვავედ აკრიტიკებს პუტინის ხელისუფლებას და რუსეთის ინტერვენციას უკრაინაში.

  • 2022 წლის თებერვლიდან არის რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის წევრი. 

  • 2023 წლის 10 თებერვალს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გუდკოვი "უცხოეთის აგენტების" სიაში შეიყვანა.

  • რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, "ჯარზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების" ბრალდებით ოპოზიციონერი ძებნილად გამოაცხადა.

  • 2024 წლის 21 იანვარს მოსკოვის სასამართლომ გუდკოვს დაუსწრებლად 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

  • 2026 წელს გახდა PACE-სთან არსებული რუსული დემოკრატიული ძალების პლატფორმის წევრი.

საქართველოში კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი არ შემოუშვეს

მსგავსი სიახლეები