ირანი ათწლეულების ინფლაციის შემდეგ ვალუტის ნომინალიდან ოთხი ნულის ამოღებას გეგმავს

ათწლეულების განმავლობაში არსებული ინფლაციისა და ეკონომიკური სირთულეების ფონზე, რომელმაც ეროვნული ვალუტის ღირებულება შეამცირა, ირანი რიალიდან ოთხი ნულის ამოღებას გეგმავს. ამ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
State Of Play: პარლამენტის ეკონომიკურმა კომიტეტმა კვირას რიალის დენომინაციის შესახებ სამთავრობო კანონპროექტის ზოგადი დებულებები დაამტკიცა. კომიტეტის თავმჯდომარის, შამსედდინ ჰოსეინის თქმით, ახალი ვალუტა რიალად დარჩება, ხოლო მისი ერთი ერთეული არსებული გაზომვით 10 000 რიალის ტოლი იქნება.
- შემოთავაზებული შემცირება მიზნად ისახავს ფინანსური გათვლების, ბუღალტერიისა და ბანკნოტების ბეჭდვის ხარჯების შემცირებას.
- ირანის ვალუტამ მნიშვნელოვანი დევალვაცია განიცადა საერთაშორისო სანქციების გამო, რომელმაც ქვეყანა მსოფლიო საბანკო სისტემისგან მოწყვიტა და მისი ეკონომიკა შეზღუდა.
- ივნისში ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი კონფლიქტის შემდეგ, პოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე, რიალი დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაუფასურდა.
Big Picture: ირანი ვალუტის რეფორმას 1990-იანი წლებიდან განიხილავს. კანონპროექტი ოფიციალურად პარლამენტს უნდა წარედგინოს დასამტკიცებლად და საბოლოოდ, კანონად ქცევისთვის, მეთვალყურეთა საბჭოს (საკონსტიტუციო ორგანო, რომელიც ამოწმებს ახალ კანონმდებლობას) თანხმობა დასჭირდება.
- კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯაფარ გადერიმ, გასულ კვირას განაცხადა, რომ ნულების ამოღება გავლენას არ მოახდენს ინფლაციაზე, მაგრამ შესაძლოა, შეამციროს ოპერაციების ხარჯები.
- ირანი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ვალუტის რეფორმებს განიხილავს.
- ბოლო 25 წლის განმავლობაში ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა თურქეთი, რუმინეთი და ზამბია, ინფლაციის ტალღების შემდეგ თავიანთი ვალუტებს ნულები მოაშორეს, რის გამოც მოქალაქეებს ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის დიდი რაოდენობით ბანკნოტების ტარება უწევდათ.
- ინფლაციის გარდა, სხვა პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას ირანის ეკონომიკა, მოიცავს ნავთობის შემოსავლებსა და სუბსიდიებზე გადამეტებულ დამოკიდებულებას, კორუფციასა და კლანურობას. საბანკო სექტორზე და ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციები ამცირებს ქვეყნის შემოსავლებს და უცხოურ ინვესტიციებს.