კალიფორნიის მოსახლეობა გუბერნატორისგან დამატებით 600 დოლარს მიიღებს

ორშაბათს, კალიფორნიის გუბერნატორმა გავინ ნიუსომმა განაცხადა, რომ საფონდო ბირჟაზე არსებული ბუმის და მოსალოდნელზე დიდი საბიუჯეტო შემოსავლების გამო კალიფორნიის ბიუჯეტში 75 მილიარდიანი საბიუჯეტო პროფიციტია.

ერთი წლის წინ კალიფორნიის მაღალჩინოსნები საბიუჯეტო დეფიციტზე წუხდნენ. გუბერნატორის ადმინისტრაცია ვარაუდობდა, რომ ბიუჯეტი 54 მილიარდი დოლარი იქნებოდა, რაც მთელი ბიუჯეტის მეოთხედია. კალიფორნიის საკანონმდებლო ორგანო მზად იყო საბიუჯეტო ხარჯების შესაკვეცად.

თუმცა საფონდო ბირჟაზე პოზიტიური ტენდენციების გამო დეფიციტი სწრაფად შეივსო. კალიფორნიის ბიუჯეტის შემოსულობების ყველაზე დიდი წყარო კაპიტალზე მოგების გადასახადია. განსაკუთრებით დიდი თანხები შტატის ბიუჯეტში გაყიდვებზე გადასახადიდან შევიდა.

შტატის გუბერნატორმა, გავინ ნიუსომმა თქვა, რომ ეს თანხები ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის აღდგენის პაკეტისკენ უნდა მიმართონ.

დახმარების პაკეტის ღირებულება 100 მილიარდი დოლარი იქნება. გარდა ამისა, 12 მილიარდი დოლარი უნდა დაიხარჯოს კალიფორნიის რეზიდენტებისთვის პირდაპირ ფულად დახმარებაზე. თითოეული მოქალაქე შტატის ადმინისტრაციისგან 600 დოლარს მიიღებს და დამატებით 500 დოლარს ოჯახები შშმ პირებით. დახმარებებს ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა წლიური შემოსავალიც 75,000 დოლარზე ნაკლებია.

პაკეტი მოიცავს ბინის მოქირავნეებისთვის ქირის 100%-ის დაფარვასაც.

 

 

მსგავსი სიახლეები