ლაპიდი: აშშ-მ პალესტინელებისთვის საკონსულო დასავლეთ ნაპირზე უნდა გახსნას

 

ისრაელის მთავრობა ამერიკას მოუწოდებს პალესტინელებისთვის საკონსულო იერუსალიმის ნაცვლად დასავლეთ ნაპირზე გახსნას.

"თუ ამერიკას საკონსულოს გახსნა რამალაში სურს, ჩვენ ამაზე პრობლემა არ გვაქვს", - თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა კი ჟურნალისტებს განუმარტა, რომ "იერუსალიმში ამერიკის საკონსულოს ადგილი არ არის, თუ ის პალესტინელებს მოემსახურება."

ისრაელის მთავრობის წარმომადგენლების განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივნის ინიციატივას მოჰყვა ამერიკის საკონსულოს იერუსალიმში გახსნაზე, რომელიც პალესტინელებს მოემსახურება.

ამერიკისა და პალესტინის ურთიერთობები პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისას გაუარესდა. 2019 წელს მისი გადაწყვეტილებით იერუსალიმში ამერიკის დე-ფაქტო საკონსულო დაიხურა.

"ჩვენ ამერიკის საკონსულოს გახსნას მხოლოდ იერუსალიმში დავთანხმდებით, რადგან ეს ქალაქია პალესტინის დედაქალაქი", - თქვა ნაბილ აბუ რუდეინემ, პალესტინის ლიდერის, მაჰმუდ აბასის სპიკერმა.

 
 

 

 

მსგავსი სიახლეები