"მომდევნო 2-3 კვირაში ირანს ქვის ხანაში დავაბრუნებთ"- ტრამპის მიმართვა

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, შეერთებული შტატების ომი ირანთან დასასრულს უახლოვდება, თუმცა მომდევნო კვირებში ინტენსიური დაბომბვებით ირანს ქვის ხანაში დააბრუნებენ. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ტრამპმა ამერიკელი ხალხისადმი საგანგებო ვიდეო მიმართვაში განაცხადა. 

  • შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში ტრამპის თქმით, აშშ დაბომბავს ირანის ენერგეტიკულ სექტორს, მათ შორის ნავთობის საბადოებსაც.

  • ტრამპის გამოსვლას საერთაშორისო საფონდო ბირჟაბზე ნავთობის ფასის ზრდა და ინდექსების შესამჩნევი კლება მოჰყვა. 

ჩაშლილად: მიმართვაში ტრამპს არ გამოუცხადებია ახალი კონკრეტული ოპერაციების გეგმებზე, იქნება ეს ირანის კუთვნილი კუნძულების დაკავება თუ უკვე გამდიდრებული ურანის მარაგის გატანა. 

  • ტრამპის თქმით, ამერიკის სტრატეგიული გამანადგურებლების მიერ დაბომბილი ბირთვული ობიექტები ისეთ ვითარებაშია, რომ მათთან მიახლოებასაც თვეები დაჭირდება. 

  • "თუ ჩვენ დავინახავთ უმცირეს მოძრაობას ამ მიმართულებით, მათ კიდევ უფრო მეტი რაკეტით დავბომბავთ"- განაცხადა ამერიკელმა პრეზიდენტმა. 

კულისებს მიღმა: ამერიკული მედიის ცნობით, გასულ დღეებში შუამავლების მეშვეობით ვაშინგტონმა თეირანს აცნობა, რომ დაინტერესებულია ცეცხლის შეწყვეტით ჰორმუზის სრუტის განბლოკვის სანაცვლოდ.

  • თუმცა თავის საჯარო გამოსვლაში ტრამპმა განსხვავებულ სცენარებზე ისაუბრა, მათ შორის იმაზე, მათ შორის იმაზეც, რომ ამერიკა დაპირისპირებიდან შესაძლოა ისე გავიდეს, რომ ჰორმუზის სრუტის განბლოკვა არ სცადოს. 

  • "თუ შეთანხმება არ იქნება, ჩვენ ერთდროულად დავბომბავთ მათ ელექტროენერგიის წარმოებას და ასევე ნავთობის საბადოებსაც და ისინი ვერაფერს იზამენ"- თქვა ტრამპმა. 

დიდი სურათი: ამერიკელი პრეზიდენტის გამოსვლის ფოკუსი იყო არა ახალ მიდგომაზე საუბარი, არამედ სკეპტიკურად განწყობილი მოქალაქეების დარწმუნება, რომ ირანთან ომის დაწყება ამერიკის ინტერესებში შედიოდა და რომ ამერიკა ამ დაპირისპირებაში დამაჯერებლად იმარჯვებს. 

  • რაც შეეხება ჰორმუზის სრუტეს ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ამერიკის მოკავშირეებს, რომ თავად სცადონ საკვანძო არტერიის განბლოკვა და ეს არ იქნება რთული, რადგანაც მისი თქმით, გასულ კვირებში შეერთებულმა შტატებმა "ირანის გაანადგურა."

მსგავსი სიახლეები