მომდევნო დღეებში ერდოღანი კიევს ეწვევა - თურქული მედია

მომდევნო დღეებში რეჯეფ თაიპ ერდოღანი უკრაინელი პრეზიდენტის მიწვევით კიევს ეწვევა - ეს 2022 წლის აგვისტოს შემდეგ თურქეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Türkiye ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

  • წყაროების ცნობით, ვიზიტის მთავარი თემა უკრაინასა და თურქეთს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შეთანხმების ამოქმედება და რუსეთთან კონფლიქტის დარეგულირება იქნება. 

  • ანკარაში უკრაინის ელჩის, ნარიმან ჯელალის თქმით, კიევი მუშაობს უახლოეს მომავალში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებაზე - მისი თქმით, მოწვევა ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისგან მაისში, სტამბოლში გამართული შეხვედრის დროს მიიღო - ამ დღესვე გაიმართა რუსეთისა და უკრაინის პირველი ოფიციალური მოლაპარაკებები 2022 წლის შემდეგ. 

  • ჯელალის თქმით, თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება მნიშვნელოვანია უკრაინული ბიზნესის დიდი ნაწილისთვის, თუმცა არის ისეთი სექტორებიც, რომლებსაც შესაძლოა გაუჭირდეთ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება. 

Big Picture: გეგმების დადასტურების შემთხვევაში ეს იქნება რეჯეფ თაიპ ერდოღნის ვიზიტი კიევში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ - 2022 წლის აგვისტოში თურქეთის პრეზიდენტი ლვივში იმყოფებოდა. 

  • თავის მხრივ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი პრეზიდენტებმა 2022 წლის 3 თებერვალს, რუსეთის შეჭრამდე 21 დღით ადრე, ერდოღანის უკრაინაში ვიზიტის დროს მოაწერეს. 


  • თურქეთში უკრაინის ელჩის თქმით, ზელენსკი ერდოღანის ვიზიტის დროს შეთანხმების რატიფიცირებას გეგმავს, რაც მისივე თქმით, კარგი სიმბოლური ნაბიჯი იქნებოდა. 

Сontext: თურქეთის პარლამენტმა უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირებას მხარი გასული წლის აგვისტოში დაუჭირა. 

  • 23 ივლისს რუსეთის უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მიმდინარეობის პარალელურად რეჯეფ თაიპ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტის უფროსი, ანდრეი ერმაკი მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები