NYT: აშშ უკრაინას PATRIOT-ის კიდევ 2 სისტემას გადასცემს

უახლოეს თვეებში უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან PATRIOT-ის 2 დამატებით სისტემას მიიღებს - გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში გახშირებული სარაკეტო დარტყმების ფონზე მიიღეს.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს - გაზეთის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინა ზაფხულში მიიღებს.
- საუბარია PATRIOT-ის ბატარეაზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ისრაელში იყო ბაზირებული. წყაროს ცნობით, აღნიშნული სისტემა შედარებით ძველი მოდიფიკაციაა და ამჟამად რემონტში იმყოფება, რის შემდეგაც ის კიევს გადაეცემა.
- რაც შეეხება მეორე ბატარეას საუბარია გერმანიის ან საბერძნეთის სარგებლობაში არსებულ PATRIOT-ებზე - ჯერჯერობით, უცნობია, თუ რომელი ქვეყნისგან გადაწყდება ტრანსპორტირება, რადგანაც პენტაგონი ჯერ კიდევ ამუშავებ ლოჯისტიკურ საკითხებს.
- წყაროსთვის უცნობია, საუბარია აიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე თუ დამატებითი სისტემების გადაცემა უკვე დონალდ ტრამპმა მიიღო - ნებისმიერ შემთხვევაში გაზეთის ცნობით, გადაწყვეტილებას მოქმედი ადმინისტრაციის თანხმობა დაჭირდებოდა.
Big Picture: ღია წყაროებით ხელმისაწვდომი ცნობებით, უკრაინას ამჟამად ჯამურად PATRIOT-ის 8 ბატარეა აქვს, აქედან 2 რემონტში და მხოლოდ 6 ფუნქციონირებს. ამგვარად უკვე ზაფხულში უკრაინას ჯამურად 10 ასეთი სისტემა ექნება, მათი მთავარი მიზანი დედაქალაქის დაცვა იქნება.
- ამერიკის შეერთებულ შტატებთან სარესურსო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, უკრაინელმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა, რომ შეთანხმების შემდეგ უკრაინა საზენიტო სისტემებს მიიღებდა.
- საყურადღებოა, რომ ჯერ კიდევ 3 კვირის წინ დონალდ ტრამპმა უპასუხოდ დატოვა უკრაინელი პრეზიდენტის განცხადება საზენიტო რაკეტების შეძენის მზაობასთან დაკავშირებით - "ის სულ რაკეტების შეძენას ცდილობს"- თქვა ტრამპმა.
- თუმცა რუსეთის მხრიდან გახშირებული სარაკეტო დარტყმებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურების ფონზე ამერიკელი პრეზიდენტის რიტორიკა კრემლთან მიმართებით ეტაპობრივად მკაცრდებოდა.
- უკვე 26 აპრილს რომის პაპის დაკრძალვაზე ზელენსკისთან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის მას PATRIOT-ის რაკეტები სთხოვა და დასძინა, რომ "ზელენსკის მისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კარგი სურს."
Context: სარესურსო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა 50 მილიონი დოლარის შეიარაღების საექსპორტო ლიცენზია - საუბარია კომერციულ შეთანხმებაზე და არა სამხედრო დახმარებაზე.
- 3 მაისს, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა 300 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა უკრაინელი პილოტების წვრთნისა და F-16-ების ტექნიკური მომსახურებისთვის.
- სარესურსო შეთანხმების მიხედვით, ერთობლივ ფონდში შეერთებული შტატების შენატანი შეიარაღების სახით დაფიქსირდება.
Go Deeper: აშშ-სა და უკრაინის შეთანხმების ფონზე კრემლში ღელავენ, რომ უპირატესობა დაკარგეს