პენტაგონმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ტომაჰავკის ტიპის რაკეტების გადაცემას

პენტაგონი მხარს უჭერდა უკრაინისთვის ტომაჰავკის ტიპის შორეული რაკეტების გადაცემას, მას შემდეგ რაც საკითხის შესწავლის შედეგად უწყება მივიდა დასკვნამდე რომ რაკეტების გადაცემა უკრაინისთვის არ აისახებოდა უარყოფითად შეერთებული შტატების ბრძოლისუნარიანობაზე. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით CNN ავრცელებს

  • წყაროების ცნობით, ამის შესახებ პენტაგონმა თეთრ სახლს ოქტომბრის დასაწყისში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრამდე აცნობა. 

  • აქედან გამომდინარე ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკები გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც ტრამპმა ჯერ მკვეთრად შეცვალა რიტორიკა და განაცხადა, რომ ტომაჰავკები თავად ამერიკას სჭირდება, ხოლო შემდეგ უარი უთხრა უკრაინის პრეზიდენტს მათ გადაცემაზე. 

ჩაშლილად: დასავლური მედიის ცნობით, ტომაჰავკებთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილება 16 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ შეიცვალა. 

  • ტრამპთან საუბარში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რაკეტები ვერ შეცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე, მაგრამ გააფუჭებს ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობებს. 

დიდი სურათი: იმავე СNN-ის წყაროების ცნობით, ტრამპმს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია და უკრაინისთვის შორეული რაკეტების გადაცემა კვლავ განიხილება. 

  • მეტიც, ამავე წყაროს ცნობით ადმინისტრაციას უკვე მზად აქვს შესაბამისი გეგმა, რომელიც პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში სწრაფად რეაგირების საშუალებას მისცემს.

კონტექსტი: მთავარ პრობლემას არა რაკეტების რაოდენობა არამედ მათი გამშვები სისტემები წარმოადგენს - ტომაჰავკები ათწლეულების განმავლობაში საზღვაო ბაზირების რაკეტა იყო, რომელსაც გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან უშვებდნენ. 

  • სახმელეთო სისტემა ამ ტიპის რაკეტებისთვის შედარებით ახალი ქმნილებაა, რომელიც დეფიციტშია და მისი გამოყენება ტექნიკურად რთულ ამოცანას წარმოადგენს. 

  • ამერიკული წყაროები, სწორედ ამას ასახელებენ მთავარ სირთულედ, რომლის გადაჭრას დაკავშირებული იქნება ამერიკელი სამხედროების ჩართულობის გაზრდასთან.

მსგავსი სიახლეები