პოლონეთი 2022 წლის ბოლოსთვის რუსული ნავთობის იმპორტს სრულად შეაჩერებს

პოლონეთი რუსული ნავთობის იმპორტზე სრულად უარის თქმას 2022 წლის ბოლოსთვის აპირებს.

პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკის განცხადებით, პოლონეთმა რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა.

ცოტა ხნის წინ ვარშავამ რუსულ ქვანახშირს ემბარგო დაადო.

რუსულ გაზზე პოლონეთი უარს სავარაუდოდ უახლოეს თვეებში იტყვის.

გაზის დეფიციტის ანაზღაურებას ვარშავა კატარიდან, ნორვეგიიდან და აშშ-დან ექსპორტის გაზრდით აპირებს. 

ევროკავშირის ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ, პოლონეთი ყველაზე რადიკალურ ნაბიჯებს დგამს.

მორავიეცკიმ ევროკომისიას რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე და გაზზე სპეციალური გადასახადის შემოღებისკენ მოუწოდა, რათა რუსეთთან ვაჭრობა უფრო „სამართლიანი“ გახდეს.

სხვა დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით, ევროკავშირი რუსეთისთვის ენერგეტიკული ემბარგოს დაწესებას ჯერ არ აპირებს.

ამის მიზეზად ევროპული ქვეყნების რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება სახელდება.

რუსეთი ევროკავშირს მოხმარებული გაზი 40 პროცენტით და ნავთობის 25 პროცენტით ამარაგებს.

მსგავსი სიახლეები