Reuters: პუტინი გააგრძელებს ომს, მიუხედავად ტრამპის მუქარისა
.png)
პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის გაგრძელებას მანამ აპირებს, სანამ დასავლეთი არ დასთანხმდება სამშვიდობო მოლაპარაკებებში მისეულ პირობებს.
State Of Play: ამის შესახებ სააგენტო Reuters კრემლთან დაახლოებულ 3 წყაროზე დაყრდნობით იუწყება - გამოცემას უთხრეს, რომ პუტინს არ შეშინებია ტრამპის მუქარების, რომელიც უფრო მკაცრი მეორადი სანქციების დაწესებას მოიცავს, თუ რუსეთი 50 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება.
- სააგენტოს წყაროს თანახმად, საერთოდაც, შესაძლებელია, რომ რუსული ძალების წინსვლის ფონზე, პუტინის ტერიტორიული მოთხოვნები კიდე უფრო გაიზარდოს.
- წყაროების თქმით, პუტინი, რომელმაც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და, მანამდე, ქვეყნის აღმოსავლეთში 8 წლიანი ომი აწარმოვა, მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და სამხედრო ძალა გაუძლებს დასავლეთის მიერ დამატებითი ზომების შემოღებასაც.
Why It Matters: ამერიკელი პრეზიდენტის რუსეთთან მიმართებით სეისმურ ძვრას წარმოადგენდა NATO-ს გენერალურ მდივანთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც რუსეთის პრეზიდენტს 50-დღიანი ვადა მისცა, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც რუსეთს მეორადი სანქციების ამოქმედებით დაემუქრა.
- ინაუგურაციის შემდეგ, ტრამპმა უარი თქვა მისი წინამორბედის სტრატეგიასა და უკრაინის ღია მხარდაჭერის მიდგომაზე, თეთრი სახლი რუსეთ-უკრაინას შორის შუამავლის ფუნქციის შეთავსებას შეეცადა.
- გარდა ამისა, ამერიკელი პრეზიდენტი ამ დრომდე ამბობდა, რომ არ მიაწვდიდა უკრაინას შეტევისთვის საჭირო შეიარაღებას, რაც მისი აზრით ესკალაციას გამოიწვევდა.
Break It Down: სამი რუსი წყარო აცხადებს, რომ პუტინი არ შეაჩერებს ომს დასავლეთის ზეწოლის ფონზე, და მიაჩნია, რომ რუსეთს - რომელმაც უკვე გადაიტანა დასავლეთის მიერ დაწესებული ყველაზე მკაცრი სანქციები - შეუძლია გაუძლოს შემდგომ ეკონომიკურ სირთულეებსაც, მათ შორის აშშ-ის მიერ მუქარად წარდგენილ ტარიფებს, რომლებიც რუსული ნავთობის მყიდველებს ეხება.
- „პუტინი ფიქრობს, რომ მასთან სერიოზულად არავის უსაუბრია უკრაინაში მშვიდობის დეტალებზე - მათ შორის, არც ამერიკელებს - ამიტომ გააგრძელებს, სანამ იმას არ მიიღებს, რაც სურს,“ — განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ სააგენტოს.
Context: 14 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრისას, უკრაინაში შეიარაღების გაგზავნის ახალი სქემის შესახებ გამოაცხადა.
- Axios ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პირველი ტალღის ფარგლებში უკრაინა, შეერთებული შტატების გავლით, ნატოს წევრი მოკავშირე ქვეყნებისგან 10 მილიარდი დოლარის შეიარაღებას მიიღებს.
- ამავე შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის რუსეთის პრეზიდენტს 50-დღიანი ვადა მისცა, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც რუსეთს მეორადი სანქციების ამოქმედებით დაემუქრა.
- ამ კონტექსტში, დონალდ ტრამპმა სენატორ ლინდსი გრემის მიერ ინიციირებულ სანქციების კანონპროექტი ახსენა, რომელიც რუსული ნავთობის შემსყიდველებისთვის 500%-იანი საბაჟო ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.
- ტრამპის თქმით, 500%-იანი ტარიფები "ზედმეტად მაღალია" და, შესაძლოა, 100%-იანი ტარიფები სენატის თანხმობის გარეშე, საპრეზიდენტო ძალაუფლების ფარგლებში დააწესოს.
- "პუტინთან საუბრის შემდეგ, ყოველთვის ვამბობ, რომ კარგი საუბარი გვქონდა... შემდეგ ვხედავთ, როგორ იბომბება კიევი, ან რომელიმე სხვა ქალაქი, ამის შემდეგ მიდიხარ დასკვნამდე, რომ საუბარს აზრი არ აქვს" - თქვა ტრამპმა.
- ვლადიმირ პუტინისთვის სასურველი პირობები გულისხმობს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების იმ ნაწილების დათმობასაც, რომლებსაც რუსეთი ამ მომენტისთვის ვერ აკონტროლებს; ამასთანავე, რუსი პრეზიდენტი უკრაინის ნეიტრალურ და უბლოკო სტატუსს, და დასავლეთის მხრიდან უკრაინის ნატოში მიღებაზე ოფიციალურ უარს მოითხოვს.