რუბიო საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს რაულ კასტროს შვილიშვილთან
ჰავანაზე ეკონომიკური და პოლიტიკური წნეხის ფონზე მარკო რუბიო საიდუმლლო მოლაპარაკებებს აწარმოებს კუნძულის არაფორმალური ლიდერის, რაულ კასტროს შვილიშვილთან, რომელიც ბაბუას სრული სეხნიაა და მის ყველაზე სანდო ფიგურად მიიჩნევა.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Axios თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - ფორმალური და ოფიციალური არხების გვერდის ავლით მიმდინარე მოლაპარაკებები მოწმობს, რომ ტრამპის გუნდში მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებ პოლიკოსად კვლავ 94 წლის რაულ კასტროს მიიჩნევენ.
- "ამას მოლაპარაკებებს არ დავარქმევდი, ეს უფრო დისკუსიებია მომავლის შესახებ"- ასე აღწერს თეთრი სახლის მაღალჩინოსანი სახელმწიფო მდივანსა და რაულ გილიერმო როდრიგეზ კასტროს შორის მიმდინარე საუბრებს.
ჩაშლილად: რუბიოს გუნდში ფიქრობენ, რომ კასტროს 41 წლის შვილიშვილი და მისი გარემოცვა კუბელების ახალგაზრდა, უფრო პრაგმატულ თაობას წარმოადგენენ, რომლებისთვისაც აშკარაა რევოლუციური კომუნიზმის ჩავარდნა და აშშ-სთან დაახლოებაში სარგებელს ხედავენ.
- "ჩვენი პოზიციაა, რომ რეჟიმი უნდა დასრულდეს, მაგრამ ეს ყველაფერი როგორ უნდა მოხდეს ეს პრეზიდენტ ტრამპის გადასაწყვეტია და მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. რუბიო მოლაპარაკებებს აწარმოებს შვილიშვილთან"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.
- დეფორმირებული თითის გამო უმცროსი კასტრო კუბის პოლიტიკურ წრეებში ცნობილია მეტსეხელით Сangrejo (კიბორჩხალა).
დაეწიე ამბავს: ამერიკული სანქციებისა და ეკონომიკური ბლოკადის 67 წლისა და მისმენეჯმენტის ფონზე, კუბის კომუნისტური რეჟიმი სულ უფრო სუსტად გამოიყურება, კუნძული ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.
- კუბა ელეტროენერგიის დეფიციტს განიცდის, საავადმყოფოები ამცირებენ გეგმიური ოპერაციების რაოდენობას, კიდევ უფრო მწვავეა საკვებისა და საწვავის დეფიციტი, დისფუნქციურია დასუფთავების სამსახური.
- კუნძულზე ვითარება მკვეთრად გამწვავდა 3 იანვარს კარაკასში მოწყობილი სამხედრო რეიდის ფონზე, რომლის ფარგლებშიც ვენესუელის დიქტატორი, ნიკოლას მადურო დააპატიმრეს - კუბის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი.
- მოგვიანებით ტრამპის წნეხის ფონზე, კუბის ნავთობით მომარაგება შეწყვიტა მექსიკამაც.
სტრიქონებს შორის: Axios-ის წყაროს ცნობით, მადუროს სასახლეზე განხორციელებულმა რეიდმა, ამერიკის სპეციალური ძალების ტექნოლოგიურმა უპირატესობამ და 32 კუბელი მცველის ლიკვიდაციამ კუნძულის ხელმძღვანელობა შოკში ჩააგდო.
- ამასთანავე, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ უარი ეთქვა მადუროს რეჟიმის სრულ დემონტაჟზე და შეთანხმება გაეფორმებინა მის ვიცე-პრეზიდენტ, დელსი როდრიგეზთან კუბელ მაღალჩინოსნებს დაანახა, რომ ტრამპი და რუბიო მზად არიან გარიგებების დასადებად მეტოქეებთან.
- დასავლური მედიის ცნობით, ტრამპის წარმომადგენლები არაფოციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ მადუროს ახლო გარემოცვის წევრებთან მის დაპატიმრებამდე.
- "ისინი კუბაზე, ახალ დელსის ეძებენ"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.
კულისებს მიღმა: წყაროების ცნობით, მოლაპარაკებები სხვა გავლენიან კუბელებთანაც მიმდინარეობს, თუმცა როგორც ჩანს უმცროსი კასტრო მათ შორის ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.
- "ის ბაბუამისის თვალისჩინია, ხოლო მისი და რუბიოს საუბრები მოულოდნელად მეგობრულია"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.
- ცნობილია, რომ წლების წინ "რაულიტო" ბაბუამისის პირადი დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და დიდი გავლენა აქვს კუბის სახელმწიფო სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსში (GAESA).
- "ეს არ არის კამათები წარსულზე, ეს არის საუბრები მომავლის შესახებ"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.
ინტრიგა: ვენესუელას მსგავსად, ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ტრამპმა შესაძლოა უარი თქვას კუბის რეჟიმის სრულ დემონტაჟზე, ამის მიზეზი კი ერაყში ინტერვენციის დროს მიღებული დე-ბაასიფიკაციის კატასტროფული გამოცდილებაა.
- რუბიოს არ უსაუბრია კუბის ოფიციალურ ლიდერთან, მიგელ კანელ დიაზთან ან სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან - მათ ტრამპის გუნდში რეალური გავლენის არმქონე აპარტჩიკებად მიიჩნევენ.
მეორე მხარე: კუბის მთავრობაში ამბობენ, რომ მთავრობებს შორის არანაირი ოფიციალური დიალოგი არ მიმდინარეობს, არც მაღალ და არც საშუალო დონეზე, მაგრამ არსებობს გზავნილების გაცვლის არხი.
- "მიმდინარეობს ჩვეული საუბრები, ან უფრო დაბალ დონეზე, ვიდრე ჩვეულებრივ. ჯერ კიდევ 1 წლის წინ ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებებს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალ დონეზე. ეს მოლაპარაკებები დღეს აღარ მიმდინარეობს"- ნათქვამია განცხადებაში.
- სახელმწიფო დეპარტამენტში არ უარყვეს, Axios-ის მიერ გავრცელებული ცნობები, თუმცა კომენტარისგან თავი შეიკავეს.
მიწაზე დაშვება: კუბის გარდაქმნა შეერთებული შტატების მოკავშირებით უფრო რთული იქნება, ვიდრე ვენესუელასი - ქვეყანა ათწლეულებია გეგმიური ეკონომიკის პრინციპებით იმართება და უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს არანაირი ორგანიზებული ოპოზიცია.
- გარდა ამისა, გაცილებით უფრო მწვავეა დაპირისპირება და ზიზღი მაიამიში ემიგრირებულ კუბელებსა და კუნძულზე დარჩენილებს შორის.
- გასულ კვირას კუბური წარმომავლობის ოთხმა კონგრესმენმა ტრამპს მიმართა თხოვნით ოფიციალური ბრალი წარედგინა რაულ კასტროსთვის - საუბარია 1996 წელს ჰუმანიტარული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე, რომლის ბრძანებაც რაულ კასტრომ გასცა.
- რუბიოს არაფერი უთქვამს მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, თუმცა იანვარში სენატში გამოსვლისას თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ კუბის რეჟიმი არ გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, არ დაუშვებს თავისუფალ პრესას და არ ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს ამერიკის კანონმდება რეჟიმის შეცვლას ითვალისწინებს.
საბოლოო გადაწყვეტილება კუბასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია.
- წყაროების ცნობით, ტრამპი მარკო რუბიოსგან მოქმედებების სხვადასხვა სცენარების მომზადებას და წარდგენას ელოდება.