საიდუმლო ანგარიშში FSB ჩინეთს მტერს უწოდებს და მის ტერიტორიულ პრეტენზიებზე მიუთითებს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებულ საიდუმლო დოკუმენტში ჩინეთი რუსეთის მტრების რიცხვშია დასახელებულია - ანგარიშის ავტორები მიუთითებენ ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებზე რუსეთის მიმართ და შპიონაჟზე არქტიკაში.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ New York Times აღნიშნულ საიდუმლო დოკუმენტსზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც რედაქციამ მოიპოვა - დოკუმენტი არ არის დათარიღებული, მაგრამ მაღალი ალბათობით საუბარია 2023 წლის მიწურულს ან 2024 წლის დასაწყისზე.
- FSB-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული 8-გვერდიანი საიდუმლო დოკუმენტი თავდაპირველად ჰაკერულმა ჯგუფმა Area Leaks-მა მოიპოვა
- New York Times-მა დოკუმენტი დასავლეთის 6 ქვეყნის დაზვერვის მაღალჩინოსნებს აჩვენა და წყაროებმა დაადასტურეს, რომ დოკუმენტი "ძალიან მაღალი ალბათობით" ავთენტურია - ზუსტი თარიღის არქონა კი სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ ეს დოკუმენტის საბოლოო სახე არ არის და უბრალოდ, შავი, სამუშაო ვერსია იყო.
Break It Down: დოკუმენტიდან ირკვევა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე 3 დღით ადრე FSB-მ კონტრდაზვერვის ახალი პროგრამა დაამტკიცა, სახელწოდებით "ანტანტა 4".
- დამაბნეველი სათაურის მიუხედავად, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის მზარდ სიახლოვეზე მიუთითებს, პროგრამა სინამდვილეში ქვეყნის ტერიტორიაზე ჩინეთის სპეცსამსახურების საქმიანობის მაქსიმალურ შევიწროებას ითვალისწინებს.
- დოკუმენტის მიხედვით, უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ ჩინეთმა გააქტიურა კრემლთან დაახლოებული ექსპერტების, ჟურნალისტებისა და სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკების რეკრუტირება.
- საიდუმლო ანგარიშის მიხედვით, რუსეთში მალევე დაიწყო ჩინეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მაღალჩინოსნებისა და მკვლევარების ვიზიტები, რომელთა მიზანიც ბრძოლის ველზე მიმდინარე ტექნოლოგიური ცვლილებების შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის შეგროვება იყო.
- ჩინეთის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი ავიაციაა - რუსული კონტრდაზვერვის შეფასებით, გასულ წლებში პეკინი აქტიურად ცდილობს რუსი მფრინავებისა და აეროჰიდროდინამიკის ექსპერტების რეკრუტირებას.
- ჩინეთი ეძებს პროექტ ეკრანოპლანზე მომუშავე ექსპერტების პოვნას - ეკრანოპლანი საბჭოთა კავშირის პერიოდში შემუშავებული თვითმფრინავია, რომელსაც საჰაერო ბალიშის ტექნოლოგიაზე უნდა ემუშავა - პეკინი ეძებს შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტებისა და უწყებებს თანამშრომლებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც გარკვეულ ფინანსურ სირთულეებს განიცდიან.
Big Picture: დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა ჩინეთის ტერიტორიულ ამბიციებს რუსეთის მიმართ, განსაკუთრებით შორეული აღმოსავლეთის ოლქებში - ავტორების შეფასებით, პეკინმა შესაძლოა ისარგებლოს რუსეთის სისუსტით.
- "პეკინი ეძებს ძველი ჩინელი ხალხების კვალს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში - ამგვარად ისინი ცდილობენ ჩამოაყალიბონ საფუძველი ტერიტორიული პრეტენზიებისთვის"- ნათქვამია დოკუმენტში.
- 2023 წელს ჩინეთის კარტოგრაფიულმა ბიურომ ქვეყნის განახლებული რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც ამჟამად რუსეთის შემადგენლობაში შემავალი რამდენიმე ოლქი ჩინეთს ეკუთვნის, ჩინური ანალოგებით არის შეცვლილი ქალაქების დასახალებები - საუბარია შორეული აღმოსავლეთის იმ ნაწილზე, რომელიც რუსეთის იმპერიამ ჩინეთს 19-ე საუკუნეში წაართვა.
- ამავე ანგარიშში კონტრდაზვერვის სამსახურის საკუთარ თანამშრომლებს მოუწოდებს "ამხილონ" ჩინეთთან დაკავშირებული საქმიანობა როგორც ისტორიულ ფონდებში, ასევე მეცნიერებაშიც.
- ყურადღება ეთმობა ჩინეთის ამბიციებს ე.წ. რუსული არქიტიკისა და ჩრდილოეთ საზღვაო გზის რეგიონშიც - FSB შეწუხებულია პეკინის "რბილის ძალის" გავლენის ზრდით ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.
Сontext: ექსპერტების შეფასებით 8-გვერდიანი დოკუმენტის მთავარი აქცენტი ჩინეთის მზარდი გავლენის მიმართ წუხილია - ამავდროულად დოკუმენტი უკრძალავს თანამშრომლებს ჩინეთის მოწინააღმდეგედ მოხსენიებას საჯარო გამოსვლებში.
- დოკუმენტი მიუთითებს, რომ კრემლში იაზრებენ ჩინეთზე ცალმხრივი და ასიმეტრიული დამოკიდებულების ზრდის სტრატეგიულ საფრთხეს, თუმცა ფსონს მაინც პეკინთან ალიანსზე აკეთებენ.