სარანგეთში მასწავლებელი დანით მოკლეს, კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა

13 ოქტომბერს, ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქ არასის სკოლაში მასწავლებელი დანით მოკლეს, ხოლო ორი ადამიანი - დაცვის სამსახურის წევრი და მასწავლებელი დაიჭრა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინსიტრის, ჟერალდ დარმანინის განცხადებით, თავდამსხმელი უკვე დაკავებული და პატიმრობაში იმყოფება.
პოლიციის ინფორმაციათ, ადგილზე სიტუაცია სტაბილურია და საფრთხე აღარ არსებობს, ხოლო გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.
სააგენტო ფრანს პრესსთან ერთ-ერთმა მომწმემ, ამავე სკოლის ფილოსოფიის მასწავლებელმა ისაუბრა, რომლის თქმითაც, დამნაშავე სასადილოს პერსონალს დაესხა თავს, ხოლო შემდგომ ისტორიის მასწავლებელს ეძებდა. მოწმის თქმით, გარდაცვლილი მასწავლებელი ფრანგულ ენას ასწავლიდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მასწავლებელი თავდამსხმელს შეეწირა. 2020 წელს, პარიზის გარეუბანში, სამუელ პატი, სკოლის მასწავლებელი რადიკალმა ისლამისტმა იმსხვერპლა.
დღევანდელი შემთხვევა, განსაკუთრებით საყურადღებოა ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე, რადგანაც საფრანგეთში, დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ებრაულ ან მუსლიმურ თემებს მიეკუთვნებიან.
ელიზეს სასახლის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ემანუელ მაკრონი ქალაქ არასში რამდენიმე საათში გაემგზავრება.