სპიკერის პოსტზე უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე კონგრესმენი იბრძოლებს

კონგრესის ახალი სპიკერის პოსტზე რესპუბლიკური პარტიის წევრებმა ჯიმ ჯორდანის კანდიდატურა დააყენეს - კონგრესმენი დონალდ ტრამპის ბანაკის წევრად მიიჩნევა და გასულ თვეებში ღიად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას.
კონგრესის სპიკერის გარეშე 3 ოქტომბერს, მას შემდეგ დარჩა რაც ქვეყნის ისტორიაში პირველად სპიკერი გადააყენეს.
ჯორდანმა სხვა კანდიდატებთან შედარებით ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა მას ჯერჯერობით არ აქვს სპიკერობისთვის აუცილებელი 217 ხმა.
კონტექსტი
საყურადღებოა, რომ წარმომადგენელთა ორივე პალატაში უკრაინის მხარდამჭერთა მყარი უმრავლესობა არსებობს, თუმცა მინიმალური უმრავლესობის პირობებში რადიკალურად განწყობილი რესპუბლიკელების მცირე ჯგუფის მნიშვნელობა და გავლენა არაპროპროციულად დიდია.
ჯორდანი წარსული კენჭისყრების დროს უკრაინის დახმარების წინააღმდეგ გამოდიოდა და ამბობდა, რომ სპიკერობის შემთხვევაში დახმარების ახალ პაკეტებს განსახილველად აღარ გამოიტანდა.
"უკრაინა არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამერიკელების გონებაში",- განაცხადა ჯორდანმა.