ტრამპი მუსლიმ ლიდერებს დაჰპირდა რომ არ დაუშვებს დასავლეთ ნაპირის ანექსიას

ამერიკელი პრეზიდენტი მუსლიმური ქვეყნების ლიდერებს დაჰპირდა, რომ არ დაუშვებს ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსიას, რასაც დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადისა და ავსტრალიის მიერ პალესტინის აღიარების პასუხად ისრაელის მთავრობა განიხილავს.

ვითარების არსი: ინფორმაციის შესახებ, ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით, Financial Times ავრცელებს — ტრამპისა და არაბული ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას შეხვდნენ.

  • წყაროების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ საუდის არაბეთის, ეგვიპტის, თურქეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, იორდანიისა და პაკისტანის წარმომადგენლები.

  • ჩამოთვლილი ქვეყნების ლიდერები რეგიონში ისრაელის მოქმედებებით შეშფოთებას საჯაროდაც გამოხატავენ. წყაროების ცნობით, მათ ამერიკელ პრეზიდენტს თხოვეს „მოეთვინიერებინა“ ნეთანიაჰუ და ხელი შეეწყო ღაზაში ომის დასრულებისთვის.

ჩაშლილად: წყაროების ცნობით, შეხვედრისას ტრამპის კომენტარებმა მუსლიმი ლიდერები დაამშვიდა — „ნეთანიაჰუ არაფერს აკეთებს ამერიკელებისგან მწვანე შუქის გარეშე,“ — ამბობს FT-სთან საუბარში ერთ-ერთი წყარო.

  • დასავლეთ ნაპირის შესაძლო ანექსიის გარდა, მუსლიმმა ლიდერებმა წამოჭრეს სხვა პრობლემებიც: ისრაელის მიერ ახალშენების გაფართოება დასავლეთ ნაპირზე და იერუსალიმის წმინდა ადგილების სტატუსის შეცვლა.

  • „ტრამპის რეაქცია ჩვენს მიერ წამოჭრილ თემებზე პოზიტიური იყო,“ — ამბობს ერთ-ერთი წყარო.

სტრიქონებს შორის: დასავლელი მოკავშირეების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაცია — თეთრ სახლში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება "საჩუქარია ჰამასისთვის."

  • აღიარებების პარალელურად, ისრაელის მთავრობის წევრები 1967 წლიდან ოკუპირებული დასავლეთ ნაპირის ანექსიას და პალესტინური ადმინისტრაციის გაუქმებას ითხოვენ.

  • გამოცემა Axios-ის წყაროების ცნობით, ისრაელის მთავრობა დასავლეთ ნაპირის С-სექციის ანექსიას განიხილავს, რომელიც მთელი დასავლეთ ნაპირის 60%-ს შეადგენს.

კონტექსტი: პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დონალდ ტრამპმა ორჯერ დაბლოკა ისრაელის მთავრობის ინიციატივა დასავლეთ ნაპირის ნაწილის ანექსირებასთან დაკავშირებით.

  • დასავლეთ ნაპირის ნაწილის ანექსიის სანაცვლოდ, დონალდ ტრამპმა ნეთანიაჰუს არაბთა გაერთიანებული სამეფოს შეიხთან ერთად ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის გეგმა შესთავაზა, რაც საბოლოოდ აბრაამის შეთანხმებებში გადაიზარდა, რომელსაც მოგვიანებით კიდევ 3 არაბული ქვეყანა შეუერთდა. 

 

  • წყაროების ცნობით, დასავლეთ ნაპირის ანექსია ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის აბრაამის შეთანხმებებს — არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკვე განაცხადეს, რომ ეს „წითელი ხაზი“ იქნება.

სიღრმისეულად: პალესტინის აღიარებების ფონზე ისრაელის მთავრობაში დასავლეთ ნაპირის ანექსიას ითხოვენ

მსგავსი სიახლეები