აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ - რა არის ცნობილი
დაახლოებით 6 საათის წინ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადეს.
ისრაელში განაცხადეს, რომ საუბარია "პრევენციულ" დარტყმაზე, რომელიც განპირობებულია "ებრაეული სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხეების აღმოსაფხვრელად", მოგვიანებით სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა დაადასტურა დონალდ ტრამპმა.
ვითარების არსი: ირანსა და შეერთებულ შტატებში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებების მიუხედავად, გასულ კვირებში ისლამური რესპუბლიკის ირგვლივ ამერიკული სამხედრო ძალის კონცენტრაციის ზრდა გაგრძელდა, ხოლო 27 თებერვალს, მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მას "რთული გადაწყვეტილების" მიღება მოუწიოს.
რა ხდება ირანში? - თეირანში აფეთქებების შესახებ პირველი ცნობები ადგილობრივი დროით 09:30-ზე გავრცელდა, გავრცელებულ კადრებზე ჩანდა ძლიერი დაკვამლიანების რამდენიმე მსხვილი კერა ქალაქში.
- ასევე, გავრცელდება ცნობები აფეთქებების შესახებ ისფაჰანში, ყომში, კერეჯში, თავრიზსა და ქერმანშაჰში.
- ირანმა მალევე დახურა თავისი საჰაერო სივრცე.
- ვრცელდება ირნის უმაღლესი სასულიერო ლიდერის, ალი ხამენეისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჰაერო დარტყმების შემდეგ განადგურებული ოფიციალური რეზიდენციების სატელიტური ფოტოები.
- ცოტა ხნით ადრე, საინფორმაციო სააგენტო Reuters ისლამურ რესპუბლიკაში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ალი ხამენეი არ იმყოფება ქვეყანაში და უსაფრთხო ადგილზეა.
- სამონიტორინგო რესურსის, NetBlock-ის ცნობით, ირანში პრაქტიკულად სრულად გათიშულია ინტერნეტი.
- ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოში - ახლადჩამოყალიბებული საკოორდინაციო უწყება - განაცხადეს, რომ სასწავლო პროცესი ქვეყანაში დროებით შეჩერებულია, ბანკები მუშაობას აგრძელებენ, ხოლო სახელმწიფო სამსახური ნახევარ განაკვეთზე გადავა.
- საბჭოს განცხადებაში ხაზგსამული იყო, რომ ირანი აშშ-სა და ისრაელის ქმედებებს "დამანგრეველ პასუხს" გასცემს.
რას ამბობს აშშ? - დონალდ ტრამპის მიერ საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული 8-წუთიანი ვიდეო მიმართვაში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა წამოიწყეს "მსხვილი სამხედრო ოპერაცია" ირანში.
- "ჩვენი მიზანია დავიცვათ ამერიკელი ხალხი და გაანეიტრალოს ირანული რეჟიმისგან მომავალი პირდაპირი საფრთხე"- განაცხადა ტრამპმა.
- ტრამპმა დაუშვა, რომ მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში შესაძლოა საფრთხე შეექმნას ამერიკელ სამხედროებს - მისი თქმით, რისკების მიუხედავად აშშ გაანადგურებს ბალისტიკური რაკეტების პროგრამას და სამხედრო წარმოებს.
- ამავე გამოსვლაში ტრამპმა, იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებს, ხოლო ამის სანაცვლოდ ხელშეუხებლობას დაჰპირდა.
- გამოსვლის მიწურულს ტრამპმა ირანელების მოუწოდა "აიღონ ძალაუფლება თავიანთ ხელში" მას შემდეგ რაც სამხედრო ოპერაცია დასრულდება.
რას ამბობს ისრაელი: თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში საუბარია საჰაერო დარტყმებზე ირანის ათეულობით სამხედრო ობიექტის წინააღმდეგ.
- ბიბი ნეთანიაჰუმ საგანგებო ვიდეო მიმართვაში მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს "ისტორიული ლიდერობისა" და სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობისთვის, ხოლო მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ და ინსტრუქციების შესრულებისკენ მოუწოდა.
- ისრაელის პრემიერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკის განკარგულებაში ბირთვული იარაღის არსებობა დაუშვებელია, ხოლო ირანელებს რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდა.
- გენერალურ შტაბში Reuters-ის წყარო იუწყება, რომ ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა, ხოლო თარიღი გასულ კვირებში შეთანხმდა.
ირანის პასუხი: ირანმა სამხედრო ოპერაციის გამხსნელ ფაზას ისრაელსა და რეგიონში ამერიკის მოკავშირე იმ ქვეყნებზე სარაკეტო დარტყმებით უპასუხა, რომელშიც ამერიკული სამხედრო ბაზები მოქმედებს.
- ბაჰრეინის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობებით, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ქვეყანაში განთავსებულ ამერიკის მეხუთე ფლოტის ბაზაზე.
- აფეთქებების ხმა ისმოდა დოჰაში - კატარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ჩამოაგდეს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა - ქვეყანაში რეგიონის უმსხვილესი, ალ-უდეიდის სამხედრო-საჰაერო ბაზა მდებარეობს.
- ირანის საჰაერო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - სამეფოს მთავრობის ცნობით, ირანის მიერ გამოშვებული ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევი აბუ-დაბის საცხოვრებელ რაიონში, რასაც 1 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
- საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "კატეგორიულად დაგმო" ირანის სარაკეტო შეტევა მეზობელ მონარქიებზე და ხოლო მსგავსი რამის განმეორების შემთხვევაში ისლამურ რესპუბლიკა "სერიოზული შედეგების" შესახებ გააფრთხილა.
- თავის მხრივ, ირანის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ მეზობელ ქვეყნებზე სარაკეტო დარტყმები იქ არსებული ამერიკული სამხედრო ობიექტების გამო გამართლებული იყო.
რას ამბობენ სხვა ქვეყნები? - საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ირანთან ომის ესკალაცია საფრთხეს შეუქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.
- გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ლონდონს არ სურს ირანთან შემდგომი ესკალაციის ხილვა და ქვეყანა მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები.
- "მაქსიმალური თავშეკავებისკენ და საერთაშორისო სამართლისკენ დაცვისკენ" მოუწოდა კონფლიქტში ჩართულ მხარეებს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
- ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა მხარს უჭერს "მამაც ირანელ ხალხ მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ" - ასევე ხაზგასმული იყო, რომ ავსტრალია მხარს უჭერს აშშ-ს მისწრაფებას არ დაუშვას ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის განვითარება.
- რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში ირანის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას "არაპროვოცირებული შეიარაღებული აგრესიის აქტი" უწოდეს - "ეს საშიში ავანტიურაა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. მოვუწოდებთ მხარეებს დაუბრუნდნენ დიპლომატიას."
რაზე მიანიშნებს გამხსნელი ფაზა? - ნებისმიერ ომში გამხსნელ საჰაერო დარტყმას მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს: მისთვის მომზადება ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ მეტნაკლებად ცნობილი იყო, თუ რა რესურსებით განხორციელდება ის და ისიც, რომ ოპერაციაში ისრაელის ჩაერთვებოდა.
- შემტევ მხარეს შეუძლია წინასწარ მოემზადოს და განსაზღვროს კონკრეტული სამიზნეები და სუსტი წერტილები, ხოლო დაცვაში მყოფი იძულებულია დარჩეს მოლოდინის რეჟიმში რამდენიმე კვირის განმავლობაში, იღლება და ადუნებს ყურადღებას.
- აქედან გამომდინარე პირველი საჰაერო დარტყმები როგორც წესი საჰაერო თავდაცვის სისტემების, სამეთაურო შტაბებისა და კავშირგაბმულობის კვანძების წინააღმდეგაა მიმართული, რათა კიდევ უფრო გამარტივდეს შემდგომი შეტევები.
- მოსალოდნელია, რომ წმინდად სამხედრო თვალსაზრისით გამხსნელი იერიშის მთავარი სამიზნე ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები და საწყობები იქნებოდა.
- გასული წლის ივნისში მომხდარი 12-დღიანი ომისგან განსხვავებით ამჯერად ირანს საპასუხო სარეკეტო დარტყმებისთვის საგრძნობლად ნაკლები დრო დასჭირდა.
- დასავლური მედიების ცნობით, ამერიკული საჰაერო დარტყმების მთავარი სამიზნე პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის შესაძლო თაშეყრისა და ისლამური რესპუბლიკისთვის სიმბოლურად მნიშვნელოვანი პოლიტიკური დაწესებულებების შენობები იყო.
- პირველი იერიშის წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწორი იყო წინმსწრები სადაზვერვო დამუშავება, ხოლო შემდგომი დარტყმების ეფექტურობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მიიღებენ ცნობებს ვაშინგტონსა და თელ-ავივში ცნობებს ირანში მიმდინარე ცვლილებების შესახებ.