იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში არსებული შეთანხმება შეაჩერა

პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის მთავრობამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება შეაჩერა.

ვითარების არსი: ინფორმაციას იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ადასტურებს: "მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე მთავრობამ ისრაელთან თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო".

წინარე ისტორია: ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ლიბანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიძაბა.

  • ოფიციალური რომის თქმით, ისრაელმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა გაეროს მისიით მყოფი იტალიელი სამშვიდობო ჯარისკაცების კოლონას. 

  • ინციდენტის შედეგად დაზიანდა ერთი სამხედრო მანქანა, არავინ დაშავებულა.

  • თანამშრომლობის გაწყვეტამდე, იტალიამ ისრაელის ელჩი დაიბარა.

  • საპასუხოდ ისრაელმა იტალიის ელჩი დაიბარა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის ნათქვამის განმარტება მოსთხოვა.

  • ტაიანიმ, რომელიც 13 აპრილამდე ბეირუთში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს.

კონტექსტი: ისრაელსა და იტალიას შორის სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება 2006 წელს დაიდო. შეთანხმების გახანგრძლივება 5 წელში ერთხელ ხდება. 

  • თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში ქვეყნები სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო გამოცდილებას, სფეროში სამეცნიერო და სამშენებლო კვლევების შედეგებს ცვლიდნენ.

მსგავსი სიახლეები