ტრამპი რუსეთს ქაღალდის ვეფხვს უწოდებს და ამბობს რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს

დონალდ ტრამპის თქმით, მას შემდეგ რაც ყურადღებით შეისწავლა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების ეკონომიკური და სამხედრო ასპექტები მივიდა დასკვნამდე, რომ უკრაინას ევროკავშირის დახმარებით შეუძლია დაამარცხოს რუსეთი. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ამერიკელი პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ წერს. 

  • "ვფიქრობ ევროკავშირის მხარდაჭერით უკრაინას შეუძლია გააგრძელოს ბრძოლა და აღადგინოს ორიგინალური საზღვრები"- წერს ტრამპი. 

  • ამასთანავე, რთული სათქმელია რა საზღვრებს გულისხმობს ტრამპი, მომდევნო აბზაცში ამერიკელი პრეზიდენტი წერს, რომ ევროპისა და კონკრეტულად ნატოს მხარდაჭერით უკრაინას შეუძლია იმ საზღვრებზე გასვლა "სადანაც ეს ომი დაიწყო."

  • ტრამპის თქმით, რუსეთის 3.5 წელია აგრძელებს უაზრო ომს, რომელიც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთ კვირაში უნდა დაესრულებინა - "სინამდვილეში რუსეთი ისე გამოიყურება როგორც ქაღალდის ვეფხვი."

ჩაშლილად: ტექსტის დიდი ნაწილი რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარს ეთმობა, ტრამპი რუსეთში შექმნილ ბენზინის დეფიციტსაც ახსენებს და ხალხის უკმაყოფილებას ზრდას პროგნოზირებას, როდესაც "აღმოაჩენენ, რომ მათი ფული ომზე იხარჯება." 

  • "უკრაინას ძლიერი სულისკვეთებაა აქვს და ის მხოლოდ ძლიერდება. უკრაინას შეეძლება დაიბრუნოს თავისი თავდაპირველი საზღვრები და ვინ იცის იქნებ უფრო შორსაც წავიდეს"- წერს ტრამპი. 
  • ტრამპის თქმით, რუსეთი და ვლადიმირ პუტინი დიდ ეკონომიკურ გასაჭირში არიან, ხოლო უკრაინისთვის კი მოქმედების დრო დგება. 

  • ამასთანავე ამერიკელი პრეზიდენტი არაფერს ამბობს იმის შესახებ თუ რას გააკეთებს ვაშინგტონი უკრაინის დასახმარებლად და ხაზს უსვამს, რომ მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს შეიარაღების მიყიდვას ნატოსთვის. 

  • პოსტის დასასრულოს ტრამპი წერს, რომ "ორივე ქვეყანას მხოლოდ კარგს უსურვებს."

მსგავსი სიახლეები