ტრამპთან პოტენციური შეხვედრის ფონზე პუტინი 6 მოკავშირე ლიდერს ტელეფონით ესაუბრა

მომდევნო კვირაში დონალდ ტრამპთან პოტენციური შეხვედრის ფონზე, გასულ 24 საათში ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრები გამართა 6 მოკავშირე სახელმწიფოს ლიდერთან. 

State Of Play: საუბარია: ჩინეთის, ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და ბელარუსის ლიდერებზე. 

  • კრემლის მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზების მიხედვით, უცხოელ კოლეგებთან სატელეფონო საუბრებისას შეეხნენ უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხს - რუსეთის მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს დიპლომატიურ ძალისხმევას. 

  • ინდოეთის პრემიერთან საუბრის თემა იყო ვლადიმირ პუტინის მოსალოდნელი ვიზიტიც ინდოეთში - საუბარი შეეხო რუსეთის პრეზიდენტის მიერ წლის ბოლომდე ჩინეთსა და ყაზახეთში გასამართ ვიზიტებსაც. 

Big Picture: რუსეთის, უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების სამიტის მასპინძლობის ინიციატივა გამოიჩინა ბელარუსის დიქტატორმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. 

  • ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, ვლადიმირ პუტინმა უცხოელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია მოსკოვში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შეხვედრის შესახებ. 

Context: FOX News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა უკვე 11 აგვისტოს იტალიის დედაქალაქში შედგეს. 

მსგავსი სიახლეები