TRIPP - სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის ავლით კორიდორის გახსნაზე შეთანხმდებიან

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები თეთრ სახლში შეთახმდებიან რუსეთის გვერდის ავლით ახალი სტრატეგიული სატრანსპორტო კორიდორის გახსნაზე რუსეთის გვერდის ავლით - კორიდორს დონალდ ტრამპის სახელი მიენიჭება.
State Of Play: ინფორმცაიას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ტრამპის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - წყაროების ცნობით, სატრანსპორტო კორიდორის განვითარებასა და მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლებები შეერთებულ შტატებს ექნება.
- გარდა ამისა, ამერიკელი პრეზიდენტის თანდასწრებით ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ხელს მოაწერენ ჩარჩო შეთანხმებას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ.
- შეთანხმების მიხედვით, ახალ სატრანზიტო კორიდორზე ექსკლუზიურ უფლებებს აშშ სომხეთისგან განგრძობადი (50 წლამდე) ვადით მიიღებს.
- სატრანზიტო კორიდორის სახელწოდება შემდეგნაირად ჟღერს - ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და აყვავებისთვის (Trump Route for Internation Peace and Prosperity) შემოკლებით - TRIPP.
Big Picture: ამერიკელი ჩინოვნიკების ცნობით, კორიდორში სომხეთის კანონმდებლობა იმოქმედებს, ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარებითა და ინვესტირებით სპეციალური კონსორციუმი დაკავდება.
- გარდა ამისა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მუშაობს შეწყვეტს ე.წ. მინსკის ჯგუფი, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებების პლატფორმას წარმოადგენდა.
- გარდა ამისა, თეთრ სახლში იმედი აქვთ, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს აზერბაიჯანის ე.წ. აბრაამის შეთანხმებასთან შეერთების პროცესს.
- საყურადღებოა ცერემონიის დროც, რომელიც ამერიკელი პრეზიდენტის მიერ რუსეთისთვის წარდგენილი ულტიმატუმის ვადის ამოწურვას ემთხვევა.
Сontext: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობის გარეშე მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება რუსეთისთვის მნიშვნელოვანი რეგიონული მარცხი იქნება - 2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მიხედვით, ზანგეზურის კორიდორის გახსნის შემთხვევაში უსაფრთხოებას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (FSB) უზრუნველჰყოფდა.
- ამგვარად სამშვიდობო შეთანხმებისა და კორიდორის ამოქმედების შემთხვევაში სომხეთი ე.წ. შუა კორიდორში ინტეგრირდება, რომლითაც ჩინეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები ევროპას რუსეთის გვერდის ავლით დაუკავშირდებიან.
Go Deeper: The Economist: რუსეთი გამაოგნებელი სისწრაფით კარგავს გავლენას კავკასიაში