წითელ ზღვაში აშშ-ს სამხედრო გემმა ისრაელისკენ გაშვებული რაკეტები ჩამოადგო

წითელ ზღვაში გეგმიურ პატრულირებაზე მდგომმა აშშ-ს სამხედრო გემმა USS Carney-მ იემენის ტერიტორიიდან ისრაელისკენ გაშვებული 3 რაკეტა ჩამოაგდო.
ინფორმაციას ამის შესახებ რამდენიმე დასავლური გამოცემა ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო Asociated Press-ის წყაროს ცნობით, დაზუსტებით დაუდგენელია რაკეტების ზუსტი ტრაექტორია, თუმცა მაღალი ალბათობით მათი სამიზნე ისრაელის ტერიტორია იყო.
მსგავსი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებენ ისრაელური გამოცემებიც - მათი ცნობით, ისრაელის თავდაცვის სამინისტროში ფიქრობენ, რომ იემენიდან გამოშვებული რაკეტები სწორედ ისრაელისკენ მიემართებოდა.
ამერიკული წყაროები არ მიიჩნევენ, რომ იემენიდან გაშვებული რაკეტების სამიზნე აშშ-ს ფლოტის გემები იყვნენ.
ისრაელსა და ჰამას შორის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, იემენში გამაგრებულმა ჰუსიტებმა ჰამასს სოლიდარობა გამოუცხადეს. ჰუსიტები ირანის მიერ მხარდაჭერილი და დასპონსორებული აჯანყებულები არიან, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ.