ჰერჩინსკი: ჩვენ ვამცირებთ რუსეთზე დამოკიდებულებას, ხოლო რუსეთ-საქართველოს ვაჭრობა იზრდება
პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირისგან განსხვავებით, რომელმაც გასული წლების განმავლობაში შეამცირა რუსეთთან ვაჭრობაზე დამოკიდებულება, საქართველო-რუსეთის ვაჭრობის მოცულობა ბუმს განიცდის, რაც თბილისი ევროინტეგრაციის კუთხით მზარდ შეუსაბამობას წარმოადგენს.
ვითარების არსი: ამის შესახებ პაველ ჰერჩინსკიმ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 4 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
- "რუსეთის მიერ ბოლო 2-3 წელში გახსნილი ბიზნესების რაოდენობა სოკოსავით გაიზარა. ჩვენ ჩვენი ეკონომიკის უზარმაზარი ზიანის ხარჯზე გადავწყვიტეთ შეგვემცირებინა ჩვენი დამოკიდებულება რუსეთზე, ხოლო საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბუმს განიცდის"- განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ჩაშლილად: ევროკავშირის ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ რუსული ენერგომატერებლების გაზრდილ იმპორტზეც.
- "ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვემცირებინა დამოკიდებულება რუსულ საწვავზე, გაზზე, ნავთობზე. როგორც ბოლო თვეების სტატისტიკა გვაჩვენებს, რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი საქართველოში ბუმს განიცდის და საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე კვლავ მზარდია"- თქვა ჰერჩინსკიმ.
კონტექსტი: ევროკავშირის ელჩის თქმით, ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილებაა.
- "მაგრამ ჩემი როგორც ევროკავშირის ელჩის მოვალეობაა გავამახვილო ყურადღება ამ მზარდ შეუსაბამობებზე. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, არ არსებობს სხვა გზა გარდა იმისა, რომ ამ ქვეყანამ მიიღოს ჩვენი კანონები და რეგულაციები."
- ჰერჩინსკის თქმით, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველო არამხოლოდ არ უახლოვდება ევროკავშირს "არამედ სრულიად საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს."