უკრაინულმა საზღვაო დრონებმა 1 დღეში რუსეთის 2 გამანაგურებელი ჩამოაგდეს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР) საზღვაო დრონებმა, 24 საათის, განმავლობაში 2 რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდეს - შემთხვევა 3 მაისს, ნოვოროსიისკის პორტის მიმდებარე წყლებში მოხდა. 

State Of Play: ამის შესახებ ГУР-ის დირექტორმა, კირილო ბუდანოვმა გამოცემა War Zone-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა - რუსული Z-ტელეგრამ არხები მხოლოდ ერთი ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ უნფორმაციას ადასტურებენ. გავრცელდა ჩამოგდების ამსახველი ვიდეო კადრებიც. 

  • ბუდანოვის თქმით, ნოვოროსიისკის პორტზე თავდასხმა უკრაინული წარმოების, Magura-ს ტიპის საზღვაო დრონებით მოხდა, რომლებიც აღჭურვილია ამერიკული AIM-9 Sidewinder-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო 2 რაკეტით.

  • "ეს ისტორიული მომენტია... საზღვაო დრონებისთვის ჩვენ რამდენიმე განსხვავებულ რაკეტას ვიყენებთ, თუმცა, AIM-9 ყველაზე ეფექტურია"- ამბობს ბუდანოვი. 

  • ღია წყაროების ცნობით, საუბარია SU-30SM-ის ტიპის ორ ავიაგამანადგურებელზე.

Big Picture: ბუდანოვის თქმით, ერთ-ერთი გამანადგურებლის ეკიპაჟი გადარჩა, თუმცა, მეორე თვითმფრინავის ეკიპაჟი შეტევისას დაიღუპა. 

  • რუსული წყაროები მეორე თვითმფრინავის ჩამოგდებას ჯერჯერობით არ ადასტურებენ. 

Сontext: ეს არის საზღვაო დრონების მიერ საჰაერო გამანადგურებლების ჩამოგდების პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა

  • გასულ თვეებში უკრაინული საზღვაო დრონის მიერ ჩამოგდებული ვერტმფრენის შესახებ გავრცელდა ცნობები.

  • ავტორიტეტული სამხედრო ექსპერტების შეფასებით, საზღვაო დრონების შეტევების მოსაგერიებლად რუსული არმია ხშირად იყენებს სხვადასხვა ტიპის ავიაციას, რაც სარაკეტო სისტემებით აღჭურვილი დრონების წინაშე მათ მოწყვლადობას ზრდის. 

 

მსგავსი სიახლეები