ვუჩიჩის თქმით, 9 მაისს რუსეთში ჩავა, რადგან პუტინს პირობა მისცა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ არ უარს იტყვის 9 მაისს მოსკოვში გამგზავრებაზე, რადგან ამას ვლადიმერ პუტინს დაჰპირდა.
State Of Play: სერბეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ რვა თვის წინ ის პუტინს 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას დაჰპირდა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვა ავალდებულებს მას არა მხოლოდ საერთაშორისო კონტექსტში, არამედ თავისი ხალხის და ყველას წინაშე.
- "ჩემს სიტყვას აქვს მნიშვნელობა, მე არავის ვატყუებ. სხვა არავინ არ უნდა წავიდეს, წავალ, არ ვიცი, რა მოხდება ან რა მუქარა იქნება სერბეთისკენ მიმართული, მაგრამ აზრის შეცვლა მარტივი არ არის," - აღნიშნა ვუჩიჩმა.
Big Picture: სერბეთის ლიდერის თქმით, მომდევნო 15-20 დღის განმავლობაში მისი ვიზიტი აშშ-ში და ევროპელი მაღალჩინოსნების ვიზიტები ბელგრადში სერბეთისთვის მნიშვნელოვანია.
- "ბევრი ევროპელი სტუმარი გვეყოლება, რომლებიც მელაპარაკებიან მოსკოვში წასვლაზე, მაგრამ ჯერ ვერ დამარწმუნეს, რომ არ უნდა წავიდე, ასეთ ჯიუტ ხალხთან ძნელია," - განაცხადა ვუჩიჩმა.
Context: საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროპელ ლიდერებს აპრილში მოუწოდა, არ დაესწრონ სამხედრო აღლუმს მოსკოვში, 9 მაისს და გამოიჩინონ სოლიდარობა უკრაინის მიმართ.
- ევროკავშირმა ასევე მკაფიო მითითებები მისცა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, არ დაესწრონ 9 მაისს მოსკოვში აღლუმს და არ ეწვიონ რუსეთს.