ზელენსკის თქმით, მზად არის არჩევნებისთვის თუ მოკავშირეები უსაფრთხოებას დაიცავენ

ვოლოდიმირ ზელენსკი გამოთქვამს მზაობას საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად, იმ შემთხვევაში თუ დასავლელი მოკავშირეები უზრუნველყოფენ პროცესის უსაფრთხოების. 

ვითარების არსი: ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართული ონლაინ პრესკონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა. 

  • ზელენსკის ჰკითხეს ხომ არ მოითხოვდნენ მისგან ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არჩევნების ჩატარებას და ხომ არ ყოფილა საუბარი კონკრეტულ თარიღებზე. 
  • "ეს საკითხზე არ გვისაუბრია. ჩვენი პარტნიორებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწიყვიტოს. ღიად გეტყვით - მე არჩევნებისთვის მზად ვარ"- თქვა ზელენსკიმ. 

დაეწიე ამბავს: ცოტა ხნით ადრე POLITICO-სთან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარების დროა - "ისინი სულ დემოკრატიაზე საუბრობენ, თუმცა უკვე იქამდე მიდის, რომ ეს აღარ არის დემოკრატია." 

  • უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, საჭიროა 2 საკვანძო საკითხის გადაწყვეტა: უსაფრთხოება უბნებზე რუსეთის მიერ წარმოებული საჰაერო დარტყმების ფონზე და ასევე სამხედროების მონაწილეობის უზრუნველყოფა. 

  • "მე მათ ვეუბნები, რომ მზად ვარ... და ვთხოვ აშშ-ს, ევროპელ კოლეგებთან ერთად დაგვეხმაროს ვუზრუნელვყოთ არჩევნების უსაფრთხოება. ამ შემთხვევაში მომდენო 60-60 დღის ფარგლებში უკრაინა მზად იქნება საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად"- თქვა ზელენსკიმ. 

კონტექსტი: უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, უკვე მიმართა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების უზრუნველყოფის თხოვნით საპარალმენტო უმრავლესობას და მზად არის კონკრეტული წინადადებების განსახილველად. 

  • ზელენსკი არაედაკვატური უწოდა მოსაზრებებს, რომ ომის გაჭიანურების მიზეზი მისი სურვილია - შეინარჩუნოს საპრეზიდენტო სავარძელი. 

მსგავსი სიახლეები