ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა ინფორმაცია აქვს ამ საკითხზე ტრამპი პასუხობს - "ამის შესახებ არაფერი ვიცი, ამის შესახებ პირველად მესმის, არაფერი ვიცი, ეს ძალიან ცუდი იქნებოდა."
თითქოსდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ პუტინის ერთ-ერთი ოფიციალური რეზიდენციის მიმართ განხორციელებული შეტევის შესახებ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ბუდანოვმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტი გააფორმა 403 ათასს ადამიანთან, რაც წლიურ გეგმას ოდნავ აღემატებოდა და ამ მაჩვენებელზე რუსები დეკემბრის დასაწყისში გავიდნენ.
არაერთი კომენტატორის აზრით, სამხედრო წარმატებების გაზვიადებით ვლადიმირ პუტინი უკრაინაზე წნეხის გაზრდას და დასავლეთში უკრაინის მარცხის გარდაუვალობის აღქმის შექმნას ცდილობს.