აშშ ადასტურებს, რომ უკრაინული Patriot-ები "მუშა მდგომარეობაშია" - AFP

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმის დროს Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემა დაზიანდა, ის კვლავ ფუნქციონირებს.

ამის შესახებ AFP-ს ოთხშაბათს, პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

"Patriot-ის სისტემა კვლავ მუშა მდგომარეობაშია", - თქვა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ მის მახლობლად ჩამოვარდნილი დაუდგენელი ჭურვის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერ კიდევ ფასდება.

უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატმა AFP-ს განუცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა "მუშაობს."

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს საღამოს გამოაცხადა, რომ მან "სრულად გაანადგურა" ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ხუთი გამშვები.

მანამდე მედია, წყაროებზე დაყრდნობით, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის დაზიანების შესახებ წერდა. 

CNN-ის წყაროების თანახმად, დაზიანების აღმოფხვრა, სავარაუდოდ, ადგილზე შეიძლება, სისტემის აშშ-ში გაგზავნის გარეშე.

Patriot აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემად ითვლება, მათ შორის თვითმფრინავების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. 

მსგავსი სიახლეები