Axios: ტრამპმა ახალი სანქციების დაწესება პუტინთან საუბრის შემდეგ გადაიფიქრა

ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამართულ ონლაინ კონფერენციაზე დონალდ ტრამპის პოზიციამ ევროპელი ლიდერების გაოცება გამოიწვია - მათ სურდათ გაეგოთ დათანხმდა, თუ არა პუტინი ცეცხლის შეწყვეტას და თუ არ დათანხმდა რა სადასმჯელო ზომებს დააწესებდა ვაშინგტონი. 

State Of Play: ამის ნაცვლად ტრამპმა კოლეგებს განუცხადა, რომ პუტინი მზად იყო დაეწყო მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და რომ არ მიიჩნევდა ახალი სანქციების დაწესებას მიზაშეწონილად. ინფორმაციას ამის შესახებ დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო ზარის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ მასალაში გამოცემა Axios ავრცელებს

  • ონლაინ კონფერენცია, რომელშიც ზელენსკის გარდა იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთისა ლიდერები მონაწილეობდნენ - ტრამპის ინიციატივით ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის დასრულებისთანავე შედგა. 

  • ვითარებაში გაცნობიერებული წყაროების ცნობით, ტრამპის პოზიცია ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ვაშინგტონი ახლოს იყო მედიაციის პროცესიდან სრულად გასვლასთან. 

  • სატელეფონო საუბარში მონაწილე ზოგი ევროპელი ლიდერი "გაოცებული და შოკირებული" იყო მოსმენილით.

  • საყურადღებოა, რომ აღნიშნული სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე საათში მედიაციის პროცესიდან ვაშინგტონის გასვლის შესახებ ტრამპმა საჯაროდაც განაცხადა - "ვფიქრობ რაღაც მოხდება და თუ არ მოხდება, მე უბრალოდ გავალ და ისინი გააგრძელებენ ომს, ეს ევროპის მოსაგვარებელი ვითარებაა და ასეც უნდა ყოფილიყო."

Big Picture: ვლადიმირ პუტინთან საუბრამდე დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს დაურეკა და მისგან ითხოვა კონსულტაცია თუ რა საკითხებზე გაემახვილებინა ყურადღება პუტინთან მოლაპარაკებებისას. 

  • გამოცემის წყაროების ცნობით, უკრაინელი პრეზიდენტი გაახარა დონალდ ტრამპის ზარმა და კოლეგას სთხოვა პუტინისგან ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოეთხოვა, ასევე დამუქრებოდა ახალი სანქციებით და არ წასულიყო დათმბობებზე კიევთან კონსულტაციის გარეშე. 

  • "მეორე სატელეფონო საუბარი უფრო ხანგრძლივი და განსხვავებული ხასიათის იყო"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ კონფერენციის დასრულების შემდეგ. 

  • Axios-ს ერთ-ერთი ევროპული წყარო ტრამპთან გამართულ მრავალმხრივ საუბარს "კონსტრუქციულს" უწოდებს, თუმცა სხვა წყაროები მიუთითებენ, რომ ზელენსკი "უკმაყოფილო" დარჩა. 

Сontext: ევროპელ ლიდერებთან კონფერენცია დონალდ ტრამპა დაიწყო იმაზე საუბრით დაიწყო, რომ პუტინი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას - ტრამპის სიტყვებს წყაროების ცნობით, ევროპელი ლიდერების "შესამჩნევი და უხერხული" სიჩუმე მოჰყვა.

  • დუმილი უკრაინელმა პრეზიდენტმა დაარღვია, რომელმაც ტრამპს შეახსენა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები 1 კვირის წინ სტამბოლში უკვე გაიმართა, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია - წყაროების ცნობით, ტრამპი ზელენსკის რეპლიკას არ გამოხმაურებია. 

  • წყაროების ცნობით, სხვა ევროპელმა ლიდერებმა ამერიკელ პრეზიდენტს შეახსენეს, რომ 30-დღიანი ზავი სწორედ მისი ინიციატივა იყო, რომელიც პუტინმა არაერთხელ უარყო. 

Break It Down: ევროპელმა ლიდერებმა ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ჰკითხეს, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ "სანქციებს არ მიიჩნევს "მიზანშეწონილად" და რომ მისი აზრით, პუტინს სურს შეთანხმება." 

  • წყაროების ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯიორჯა მელონი დაინტერესდა ხომ არ იყო შესაძლებელი თუნდაც 2-კვირიანი ზავი, ხოლო გერმანიის კანცლერმა იკითხა, თუ რა დათმობებზე მიდიოდა რუსეთი. 

  • ევროპელი ლიდერების საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინი წარმოადგენდა ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ცეცხლის შეწყვეტისა და დიდი სამშვიდობო შეთანხმების პირობები. 

  • ტრამპის თქმით, მან პუტინს მოთხოვა ისეთი პირობები, რომელზე დათანხმებაც შესაძლებელი იქნება და ერთადერთი ოფცია მისი განუხილველად უარყოფა არ იქნებოდა. 

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა, რომ კრემლთან გამართული მოლაპარაკებები ამ დრომდე უშედეგო იყო და რომ პუტინი არ შეჩერდებოდა, თუ ვაშინგტონი არ გაზრდიდა წნეხს. 

Behind The Scenes: წყაროების ცნობით, ევროპელი ლიდერები გაკვირვებულები დარჩნენ, რადგანაც შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ტრამპი არ ეწინააღმდეგობა პუტინისგან მოსმენილ მოსაზრებებს და მეტიც, ეს ახალ განვითარებად წარმოადგინა. 

  • გაკვირვება უფრო მძაფრი იყო იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს რეალურად პოზიცია არ შეუცვლია

  • ამასთანავე ევროპელი ლიდერების შფოთვა გამოიწვია ტრამპის პოზიციამ, რომ რუსეთმა და უკრაინამ მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე უნდა გამართონ მოლაპარაკებები. 

  • მელონიმ და მერცმა განაცხადეს, რომ ევროპა და აშშ უნდა მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში - "პროცესში უნდა იყოს მესამე მხარე"- თქვა იტალიის პრემიერმა, ხოლო გერმანიის კანცლერი კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების სამიტის ინიციატივით გამოვიდა. 

  • მოგვიანებით მოლაპარაკებების ერთ-ერთ შესაძლოა ლოკაციად ტრამპმა ვატიკანი დაასახელა. 

Where It Stands: წყაროს ცნობით, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, თუ როგორი იქნებოდა მისი შემდგომი ნაბიჯები - "არ ვიცი, ვიღაც უნდა გამოვიდეს მითხრეს მოლაპარაკებები კარგად მიდის თუ ცუდად და ამის შემდეგ გადავწყვეტთ რას ვიზამთ"- უპასუხა ტრამპმა. 

მსგავსი სიახლეები