Axios: ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, რუსეთმა ЗСУ-ს 4 რეგიონიდან გასვლა მოითხოვა

სტამბულში დასრულდა რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირების მოლაპარაკებები, სადაც, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაძლებლობა უნდა განხილულიყო.

State of Play: უკრაინის დიპლომატიური გუნდიდან წყარომ განაცხადა, რომ შეხვედრამ, რომელიც 2 საათზე ნაკლები გაგრძელდა, ხელშესახები პროგრესი ვერ მოიტანა.

  • რუსულმა დელეგაციამ უკრაინულ მხარეს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ჯერ ვერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინული არმიის გაყვანა მოსთხოვა.
  • რუსული მხარის მოთხოვნები რეალობას არის მოწყვეტილი და მნიშვნელოვნად სცდება ყველაფერს, რაც აქამდე განხილულა", — თქვა წყარომ.

Zoom in: უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინული მხარე მოლაპარაკებებზე უპირველეს ყოვლისა ცეცხლის შეწყვეტას განიხილავდა.

  • გარდა ამისა, უმეროვმა განაცხადა, რომ ორი ქვეყაანა შეთანხმდა ტყვეების გაცვალზე ფორმულით 1000-1000-ზე.

Big Picture: აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ამერიკის პრეზიდენტმა წნეხის გაზრდა ორივე ქვეყანაზე დაიწყო.

  • შეხვედრაზე არ ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, და სანაცვლოდ, მისი თანაშემწე, ვლადიმირ მედისნკი გაგზავნა.
  • პასუხად, უკრაინელმა პრეზიდენტმა შესაბამისი დონის დელეგაცია გაგზავნა, რომელსაც სათავეში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედგა.
  • რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინულ და თურქულ დელეგაციებთან საკოორდინაციო შეხვედრა ჩაატარა.
  • „სამმა დელეგაციამ რუსეთისა და უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს,“ — განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
  • „სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დღეს გაიმართება უშუალო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, და კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის პოზიცია, რომ მკვლელობები უნდა შეწყდეს.“

მსგავსი სიახლეები