ჩინელი ჰაკერები აქტიურად ცდილობენ რუსეთის სამხედრო საიდუმლოებების მოპოვებას - NYT
.jpeg)
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ რუსეთის სამხედრო საიდუმლოებების მოპოვებას.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს - გამოცემის წყაროების ცნობით, რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსზე კიბერთავდასხმები იმ დროსაც, როდესაც ჩინეთის ლიდერი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა.
- წყაროების ცნობით, კიბერთავდასხმებს ჩინეთი რუსეთზე 2022 წლამდეც ახორციელებდა, თუმცა უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ მათი ინტენსივობა და მასშტაბი საგრძნობლად გაიზარდა.
- 2023 წელს ჩინური ჰაკერული დაჯგუფება Sanyo შეეცადა ყალბი ელექტრონული ფოსტის მისამართებით რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავების მართვის სისტემაში შეღწევას ეცადა.
- ჩინეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი ჰაკერულმა დაჯგუფებამ შეტევა მიიტანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ყველაზე მსხვილ ჰოლდინგზე (როსტეხი),
- კიდევ ერთი დაჯგუფება აქტიურად ცდილობდა რუსეთის ავიამშენებლობის რესურსებსა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების სისტემებში შეღწევას.
Big Picture: კიბერუსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, ჰაკერული თავდახსმების გააქტიურება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჩინეთის სურვილთან მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია თანამედროვე ომის ტაქტიკურ და ოპერაციულ ასპექტებზე - სამხედრო გამოცდილებაზე, რომელიც სახალხო გათავისუფლების არმიას აკლია.
- ამავე წყაროების შეფასებით ყველაზე ხშირად კიბერთავდასხმების Mustang Prada-ს სახელით ცნობილი ჯგუფი ახორციელებს, რომელსაც ისინი "ერთი გზა, ერთი სარტყელის" ინიციატავას უკავშირებენ.
Сontext: 7 ივნისს გამოქვეყნებულ მასალაში New York Times რუსეთის სპეცსამსახურების საიდუმლო ანგარიშებზე დაყრდნობით წერდა, რომ ძალოვანი უწყებები ჩინეთს რუსეთის მტრად განიხილავენ და პეკინის ტერიტორიულ პრეტენზიებზე მიუთითებენ.
- დოკუმენტი არ არის დათარიღებული, მაგრამ მაღალი ალბათობით საუბარია 2023 წლის მიწურულს ან 2024 წლის დასაწყისზე.
Go Deeper: საიდუმლო ანგარიშში FSB ჩინეთს მტერს უწოდებს და მის ტერიტორიულ პრეტენზიებზე მიუთითებს