2022 წლის შემდეგ პირველად მაკრონსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ეს 2022 წლის შემდეგ 2 პრეზიდენტს შორის პირველი საუბარია. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს - აქამდე ბოლო სატელეფონო საუბარი მაკრონსა და პუტინს შორის 2022 წლის სექტემბერში შედგა. 

  • "უკრაინის თემის განხილვისას ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინული კონფლიქტი დასავლური ქვეყნების პოლიტიკის პირდაპირი შედეგია"- ნათქვამია პრეს-რელიზში. 

  • ოფიციალურ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პრინციპული მიდგომა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელსაც გრძელვადიანი, კომპლექსური ხასიათი უნდა ჰქონდეს და კონფლიქტის პირველადი მიზეზების მოგვარებას ითვალისწინებდეს და ახალ ტერიტორიულ რეალიებს ეფუძნებოდეს."

მასალა განახლებადია...

მსგავსი სიახლეები