საფრანგეთმა მინისტრებთან წვდომა აუკრძლა აშშ-ს ელჩს, ჩარლზ კუშნერს

საფრანგეთის მთავრობამ მინისტრებთან წვდომა აუკრძალა შეერთებული შტატების ელჩს და ტრამპის მძახალს, ჩარლზ კუშნერს. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Euractiv ავრცელებს - გადაწყვეტილების მიზეზი კი ის გახდა, რომ კუშნერი არ გამოცხადდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას მემარჯვენე აქტივისტის მკვლელობის შესახებ გაკეთებული კომენტარების განმარტებას თხოვდნენ. 

  • გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში პარიზსა და ვაშინგტონს შორის არსებული უჩვეულოდ დაძაბული ურთიერთობების ჯერჯერობით ბოლო ეპიზოდია. 

  • კუშნერი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ დაიბარეს, რაც შეერთებული შტატების საელჩომ პარიზში გააზიარა თეთრი სახლის განცხადება კვენტინ დერანკის მკვლელობასთან დაკავშირებით. 

წინარეისტორია: 23 წლის მემარჯვენე აქტივისტი ლიონში, რადიკალური მემარცხენე ჯგუფების წარმომადგენლებთან შეტაკებების დროს მოკლეს. 

  • 22 თებერვალს დერანკის სამოქალაქო პანაშვიდს 3 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა, ღონისძიების უსაფრთხოებას რამდენიმე ასეული პოლიციელი უზრუნველყოფდა. 

  • დერანკის მკვლელობა კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა საფრანგეთი მემარჯვენე და მემარცხენე ბანაკებს შორის და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე სამოქალაქო მღელვარების რისკი გაზარდა. 

ჩაშლილად: "იმის გათვალისწინებით, რომ კუშნერმა არ შეასრულა დიპლომატიური მისიის საბაზისო ფუნქცია და პატივი წარმოადგენდეს თავის ქვეყანას მინისტრმა ბარომ მოითხოვა ჩარლზ კუშნერს შეეზღუდოს წვდომა საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ურთიერთობაზე"- ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში. 

  • საყურადღებოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კუშნერი არ გამოცხადდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში - გასული წლის აგვისტოში კუშნერი საგარეო უწყებაში საფრანგეთში ანტი-სემიტიზმის შესახებ გავრცელებული კომენტარების გამო დაიბარეს.

  • Asociated Press-ის ცნობით, საგარეო უწყებაში ვერ მისვლის მიზეზად კუშნერმა "პერსონალური გარემოებები" დაასახელა და მის ნაცვლად საელჩოს საქმეთა რწმუნებული გაგზავნა. 

  • საფრანგეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ კუშნერი გააგრძელებს დიპლომატიურ საქმიანობას და მას კვლავ ექნება წვდომა ფრანგ მაღალჩინოსნებთან. 

  • სახელმწიფო დეპარტამენტს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. 

 

მსგავსი სიახლეები