Axios: ირანმა აშშ-ს 10-პუნქტიანი "მაქსიმალისტური" წინადადებით უპასუხა
პაკისტანის შუამავლობით შემუშავებელ ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტზე პასუხად ირანმა შეერთებულ შტატებს 10-პუნქტიანი მაქსიმალისტური დოკუმენტი გადასცა.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios-ის საერთაშორისო კორესპონდენტი, ბარაკ რავიდი ავრცელებს.
- რავიდის წყაროების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია იქნება თუ არა საკმარისი ირანის წინადადება დიპლომატიური გადაწყვტილებისთვის.
ჩაშლილად: ირანის მხრიდან ახალი შემოთავაზების მიღება ცოტა ხნის წინ დაადასტურა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
- ტრამპის თქმით, "წიდადება არ არის საკმარისად კარგი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია" - ამასთანავე ამერიკელმა პრეზიდენტმა თავი აარიდა პირდაპირ კითხვას პასუხზე - გაგრძელდება თუ არა ომი.
კონტექსტი: დონალდ ტრამპის მიერ გასულ კვირებში ირანისთვის დაწესებული ულტიმატუმის ვადა დღეს საღამოს იწურებოდა, თუმცა კვირას საღამოს ამერიკელმა პრეზიდენტმა ულტიმატუმის ვადა 20 საათით გაახანგრძლივა.
სიღრმისეულად: უკანასკნელი მცდელობა: ირანი და აშშ ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტს განიხილავენ